როგორ გვიპოვოთ?

ლიტვის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში

მისამართი: Krtsanisi 29, Tbilisi GE-0114, GEORGIA

ვრცლად »

ტელ. +995 32 2 912 933; for appointments and consular issues call: +995 32 291 60 56
ელ-ფოსტა

ლიტვა

შემუშავებულია: 2015.06.09 / განახლებულია 2015.06.29 09:15

თუ მართლა გსურთ ლიტვა გაიცნოთ, უპირველეს ყოვლისა ამ ქვეყნის ხალხის გაცნობით უნდა დაიწყოთ. ლიტველების უმრავლესობა ძალიან გულწრფელია, სტუმართმოყვარე და თავაზიანი, ამასთან, ჩვენი სტუმრებისგანაც იმავეს მოველით. ლიტველები დიდ ხანს ცხოვრობენ, ამიტომ თუ საშუალება მოგეცემათ გაესაუბროთ უფროსი თაობის ხალხს, ბევრ საინტერესო ისტორიას მოისმენთ და გამდიდრებული გამოცდილებით დაბრუნდებით თქვენს ქვეყანაში.

იმ შემთხვევაში, თუ დაიღალეთ ცივილიზაციისგან, აქ შეგიძლიათ თავი აარიდოთ მას. უბრალოდ უნდა გაეცალოთ დიდ ქალაქებს და გაემგზავროთ იქ, სადაც თქვენი გული და გონება დაისვენებს – უსასრულო ტყეებში, ტბებზე, რომლებიც მთელს ლიტვაში უხვადაა მიმოფანტული, მდინარეებზე, რომლებმაც მთელი ქვეყანა დასერეს ან დაუვიწყარ ულამაზეს კურშის ცელისკენ, რომელიც გარშემორტყმულია ბალტიის ზღვით.

ხოლო თუ პირიქით ქალაქის ჭეშმარიტი შვილი ბრძანდებით, ბევრს საინტერესოს აღმოაჩენთ ლიტვის დიდ ქალაქებში. აქ წარმოდგენილია მრავალი მუზეუმი უზარმაზარი კოლექციებით, ეროვნული და კერძო სამხატვრო გალერეები, თეატრები და ფილარმონიები, მრავალფეროვანი ღამის ცხოვრება, გართობა და სპორტული ღონისძიებები. რომ არაფერი ვთქვათ ნაციონალური კერძებისა და სასმელების შესახებ, რაც აუცილებლად უნდა დააგემოვნოთ ახალი გამოცდილების, ახალი შთაბეჭდილებების მისაღებად.

ჩვენ გელით – მოხარულები ვიქნებით გაგიცნოთ!

ფაქტები

დედაქალაქი: ვილნიუსი
ოფიციალური ენა: ლიტვური
ტერიტორია: 65.300 კმ2
მოსახლეობა: 2.979.000
ნაციონალური ვალუტა: ევრო (2015 წლის 1 იანვრიდან)
გეოგრაფიული ადგილმდებარეობა: ლიტვა მდებარეობს ჩრდილოეთ ევროპაში
მეზობელი ქვეყნები: ლატვია, ბელარუსი, პოლონეთი და რუსეთი
დამოუკიდებლობა:
  • გამოცხადდა 1918 წლის 16 თებერვალს
  • აღდგა 1990 წლის 11 მარტს
ხელისუფლების ფორმა: საპარლამენტო დემოკრატია
სახელმწიფოს მეთაური:
  • პრეზიდენტი
  • ლიტვის რესპუბლიკის მთავრობა
  • ლიტვის რესპუბლიკის სეიმი
საერთაშორისო წევრობა:
  • NATO წევრი 2004 წლის 29 მარტიდან
  • ევროკავშირის  წევრი 2004 წლის 1 მაისიდან
დიდი ქალაქები (მოსახლეობის რაოდენობა):
  • ვილნიუსი (538 700)
  • კაუნასი (307 500)
  • კლაიპედა (158 900)
  • Šiauliai (106 800)
  • Panevėžys (97 600)
ადმინისტრაციული დაყოფა:
  • ლიტვის ტერიტორია დაყოფილია 10 მაზრად.
  • მაზრები თავის მხრივ დაყოფილია 60 მუნიციპალიტეტად.
  • მუნიციპალიტეტები შედგება 546 ადმინისტრაციული დანაყოფისგან
ეთნიკური შემადგენლობა (%):
  • ლიტველები: 84.2
  • პოლონელები: 6.6
  • რუსები: 5.8
  • ბელორუსები: 1.2
  • სხვა: 2.2

სულ ლიტვაში 154 ეროვნების წარმომადგენელი ცხოვრობს.

რელიგია: ლიტველების უმრავლესობა მიეკუთვნება რომაულ კათოლიკურ ეკლესიას. წარმოდგენილია აგრეთვე მართლმადიდებლობა, ევანგელისტურ-ლუთერანული მოძრაობა, რეფორმატორული ეკლესია, იუდაიზმი, ისლამი და სხვა რელიგიები.

სიცოცხლის ხანგრძლივობა:

  • ლიტვაში საშუალო სიცოცხლის ხანგრძლივობაა 73.7 წელი
  • ქალების საშუალო სიცოცხლის ხანგრძლივობაა 79.1 წელი
  • მამაკაცების საშუალო სიცოცხლის ხანგრძლივობაა 68.1 წელი
ლანდშაფტი: ლიტვა დაბლობზე მდებარეობს, ქვეყნის ტერიტორიის დაახლოებით 75%-ს მინდვრები წარმოადგენს
კლიმატი: კონტინენტურს შორის. საშუალო ტემპერატურაა +19°C ივლისში და -3°C იანვარში
სახელმწიფო დღესასწაულები:
  • ახალი წელი (1 იანვარი)
  • დამოუკიდებლობის დღე (16 თებერვალი)
  • დამოუკიდებლობის აღდგენის დღე (11 მარტი)
  • აღდგომა (პირველი კვირა და ორშაბათი პირველი სავსე მთვარის გასვლისას გაზაფხულის მუნიაობის  შემდეგ)
  • შრომის საერთაშორისო დღე (1 მაისი)
  • Rasos და Joninės დღე (შუაზაფხულის დღე - 24 ივნისი)
  • მეფე მინდაუგასის კურთხევის დღე (6 ივლისი)
  • Žolinė (მიძინების დღესასწაული – 15 აგვისტო)
  • ყველა წმინდანის დღე (1 ნოემბერი)
  • შობის წინა ღამე (24 დეკ)
  • წმინდა შობა (25–26 დეკემბერი)
გაიგე მეტი ლიტვის შესახებ: ოფიციალური გასასვლელი ლიტვაში

სიახლეების გამოწერა