როგორ გვიპოვოთ?

ლიტვის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში

მისამართი: Krtsanisi 29, Tbilisi GE-0114, GEORGIA

ვრცლად »

ტელ. +995 32 2 912 933
ელ-ფოსტა

ისწავლე ლიტვაში

შემუშავებულია: 2015.06.09 / განახლებულია 2015.06.29 10:00

გსურთ ისწავლოთ ლიტვაში? თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ ჩამოხვიდეთ და გაიგოთ, თუ როგორი კარგია სწავლა ქვეყანაში, რომელმაც პირველმა დააარსა აღმოსავლეთ ევროპაში უნივერსიტეტი.

ლიტვაში მიღებული პროფესიული კვალიფიკაცია აღიარებულია საზღვარგარეთ. ამას გარდა, ჩვენმა ქვეყანამ ხელი მოაწერა ხელშეკრულებებს აკადემიური გაცვლის შესახებ 16 ქვეყანასთან მთელს მსოფლიოში. ყოველწლიურად 1,000 სტუდენტზე და მასწავლებელზე მეტი მიდის სასწავლად და სტაჟირებისთვის საზღვარგარეთ.

უმაღლესი განათლების საჯარო სკოლებში სწავლა ლიტვურ ენაზე მიმდინარეობს, ამასთანავე, შესაძლოა სხვა ენების ჩართვა კურიკულუმის შესაბამის ენებთან დაკავშირების შემთხვევაში ან იმ შემთხვევაში, თუ კლასებს უცხოელი მასწავლებლები უძღვებიან, თუ სწავლება მიმდინარეობს უცხოელებისთვის შედგენილი სასწავლო პროგრამით ან აკადემიური გაცვლისას.

სწავლების გადასახადები

საუკეთესო კურსდამთავრებულებს სთავაზობენ სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ ადგილებს უმაღლესი განათლების დაწესებულებებში, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ისინი არ იხდიან სწავლების გადასახადს. ასეთი იღბლიანი სტუდენტების რაოდენობა სწავლების დარგების ან პროგრამის მიხედვით განისაზღვრება ხელისუფლების მიერ ყოველწლიურად.

ყველა დანარჩენისთვის სწავლა ფასიანია. უმაღლესი განათლების თითოეული დაწესებულება ადგენს სწავლების საკუთარ გადასახადებს, რომელთა დაფარვა შესაძლებელია სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული სესხით.

ლიტვის უნივერსიტეტის აბიტურიენტებს, ემიგრანტებსა და ლიტვური წარმოშობის უცხოელებს შესაძლოა დამატებით მიენიჭოთ ოთხი დამატებითი ქულა საერთო გამსვლელი ქულისთვის, მათ შორის ორი ქულა ეძლევა ყველა ემიგრანტსა და ლიტვური წარმოშობის უცხოელს, ხოლო კიდევ ორი - საზღვარგარეთ ლიტვური სკოლების კურსდამთავრებულებს. ამჟამად, ლიტვის ფარგლებს გარეთ არსებობს ექვსი მოქმედი ზოგადი განათლების სკოლა, კერძოდ: 16 თებერვლის გიმნაზია გერმანიაში, Punsk 11 მარტის ლიცეუმი პოლონეთში, მოსკოვის Jurgis Baltrušaitis საშუალო სკოლა რუსეთში, რიგის ლიტვური საშუალო სკოლა ლატვიაში, აგრეთვე Rimdžiūnai და Pelesa საშუალო სკოლები ბელარუსში.

სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ადგილები (50 უნივერსიტეტებში და 50 კოლეჯებში), ასევე, ხელმისაწვდომია ევროკავშირისა და ეკონომიკური სივრცის რეზიდენტებისთვის, ლიტვაში მუდმივად მცხოვრები სხვა უცხოელებისთვის და, აგრეთვე, ლიტვური წარმოშობის ემიგრანტებისთვის. იმათთვის, ვინც არ იცის ლიტვური ენა, მაგრამ სურთ ამ ენაზე სწავლა, შესაძლოა ჩატარდეს ერთ წლიანი გამათანაბრებელი კურსი.

სასწავლო პროგრამები

სწავლება ლიტვაში მიმდინარეობს ხარისხის მოპოვებისათვის გათვლილი პროგრამების მიხედვით და იმ პროგრამების ფარგლებში, რომლებიც არ ითვალისწინებენ რაიმე სახის ხარისხის მიღებას კოლეჯებსა და უნივერსიტეტებში.

არსებობს სწავლების სამი ეტაპი: პირველი, პროფესიული ბაკალავრის ან ბაკალავრის ხარისხი, მეორე, მაგისტრის ხარისხი და მესამე, დოქტორანტურა. სწავლება შესაძლოა მიმდინარეობდეს არასრულ და სრულ განაკვეთებზე.

კოლეჯის უმაღლესი განათლების სწავლება მიზნად ისახავს პროფესიული საქმიანობისთვის მომზადებას. სრული განაკვეთით სწავლება, როგორც წესი, გრძელდება სამი წელიწადი, ხოლო არასრული განაკვეთით სწავლება - ოთხი წელიწადი. სასწავლო პროგრამის სულ მცირე ერთი მეოთხედი ეთმობა პრაქტიკულ მეცადინეობას. კურსდამთავრებულებს მიენიჭებათ პროფესიული ბაკალავრის ხარისხი. პრაქტიკული სამუშაო გამოცდილება და დამატებითი სწავლება (მათი ხანგრძლივობა განისაზღვრება თითოეული სკოლის მიერ ინდივიდუალურად) შესაძლებელს ხდის სწავლის გაგრძელებას მაგისტრის ხარისხის პროგრამით. სწავლა შესაძლებელია ქვეყანაში მოქმედ საჯარო და კერძო კოლეჯებში.

სწავლება უნივერსიტეტში მიზნად ისახავს საუნივერსიტეტო ზოგადი განათლების მიღებას, თეორიულ მომზადებასა და უმაღლესი დონის პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავებას. საუნივერსიტეტო ხარისხის პროგრამები შესაძლოა ინტეგრირდეს პირველი და მეორე ციკლის დაკავშირებით, მაგ., მედიცინის შესწავლის დროს. სრული განაკვეთით სწავლების დამამთავრებელი (ბაკალავრის) კურსი გრძელდება ოთხი წლის განმავლობაში; არასრული განაკვეთით სწავლება ჩვეულებრივ ხუთ წელს მიმდინარეობას. კურსდამთავრებული მიიღებს ბაკალავრის ხარისხს. კურსდამთავრებულებს შეუძლიათ განაგრძონ სწავლა შემდგომ პროგრამების ფარგლებში, რაც 1.5 - 2 წელი მიმდინარეობს. მათ, ვისაც სურთ საკუთარი ცხოვრება დაუკავშირონ აკადემიურ საქმიანობას, შეუძლიათ განაგრძონ სწავლა დოქტორის ხარისხის მისაღებად (ხანგრძლივობა – ოთხი წელი). საუნივერსიტეტო სწავლება ხორციელდება უნივერსიტეტებში, აკადემიებსა და სემინარიებში.

სასწავლო პროგრამები წარმოდგენილია 24 კოლეჯში (11 კერძო კოლეჯის ჩათვლით) და 23 უნივერსიტეტში (9 კერძო უნივერსიტეტის ჩათვლით).

სტიპენდიები/გრანტები

კარგი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტებს შესაძლოა დაენიშნოთ წამახალისებელი სტიპენდიები შესაბამისი სკოლის მიერ გაწერილი პროცედურის თანახმად. სტუდენტებმა, რომლებიც პასუხობენ ხელისუფლების მიერ დადგენილ სპეციფიკურ კრიტერიუმს, აგრეთვე შესაძლოა მიიღონ სოციალური გრანტები.

აკადემიური წელი

აკადემიური წელი დაყოფილია სემესტრებად და არდადეგებად. აკადემიური წლის, სემესტრის და არდადეგების დასაწყისი და დასასრული განისაზღვრება უმაღლესი განათლების თითოეული სკოლის მიერ ინდივიდუალურად. ზაფხულში სტუდენტებს ეძლევათ სულ მცირე ერთ თვიანი უწყვეტი არდადეგები.

გაიგეთ მეტი ლიტვაში სწავლის შესახებ: www.studyin.lt

 

სიახლეების გამოწერა