როგორ გვიპოვოთ?

ლიტვის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში

მისამართი: Krtsanisi 29, Tbilisi GE-0114, GEORGIA

ვრცლად »

ტელ. +995 32 2 912 933
ელ-ფოსტა

ლიტველები საქართველოში

შემუშავებულია: 2015.06.10 / განახლებულია 2015.07.01 15:51

ლიტვური სათვისტომო საქართველოში "რუტა"

სათვისტომოს თავმჯდომარე: ქ-ნი ძინა ქარუხნიშვილი
მისამართი: კეკელიძის კ. 1-18, თბილისი, საქართველო
ტელეფონის ნომერი: +995 (32) 222 08 47
ელ-ფოსტა: ruta-geo@yandex.ru

ლიტვური ენის სკოლა ბავშვებისთვის და ახალგაზრდებისთვის

მასწავლებელი: ლიდია გიორგობიანი
მისამართი: კეკელიძის კ. 1-18, თბილისი, საქართველო
ტელეფონის ნომერი: +995 (32) 222 08 47; +995 (32) 277 26 04
ელ-ფოსტა: ruta-geo@yandex.ru; lidijagiorgobiani@gmail.com

საქართველოში ლიტვური საზოგადოების „რუტას“ ისტორია

პირველი სარწმუნო ცნობები საქართველოში მცხოვრებ ლიტველებზე მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში ჩნდება. ზოგი მათგანი საქართველოში მსახურის, ზოგი კი დევნილის სტატუსით ჩამოვიდა. კავკასიაში ლიტველთა დიდი რაოდენობა პირველი მსოფლიო ომის დროს ჩამოვიდა, დანარჩენები კი უფრო მანამდე.

ეს ლიტველები იყვნენ მასწავლებლები, ექიმები, ინჟინრები, ფარმაცევტები და მსახურები, რომლებიც მეფის ხელისუფლებამ მთელი იმპერიის კუთხეებიდან კავკასიაში „სამსახურეობრივი მიზეზებით“ გადმოასახლა.

საქართველოში ლიტველთა რიცხვი პირველი მსოფლიო ომის დროს გაიზარდა. მათი უმეტესობა ომისგან დევნილი და ლიტველი ჯარისკაცები იყო, რომლებიც რუსეთის ჯარებს შეუერთდნენ და კავკასიაში თურქეთთან საბრძოლველად იყვნენ გამოგზავნილები. გამოთვლებით 1914-1918 წლებში კავკასიაში რამოდენიმე ათასი ლიტველი ჯარისკაცი იმყოფებოდა. მათ შორის- პეტრას ვილეიშისი, ვეტერანი ინჟინერი და ლიტვის ეროვნული აღორძინების მოძრაობის მნიშვნელოვანი ფიგურა.

ლიტველთა ყველაზე დიდმა საზოგადოებამ თავი თბილისში მოიყარა. ეს პირველ მსოფლიო ომამდე დადგინდა. ლიტველები სხვადასხვა სახის სოციალურ და კულტურულ ღონისძიებებს მართავდნენ. 1912 წელს დაარსებული ლიტველთა საზოგადოება  სხვადასხვა სახის დახმარებას უზრუნველყოფდა, ლიტვურ საღამოებს მართავდა, გააჩნდა მომღერალთა გუნდი, რომელსაც თვრამეტი წლის იულიუს შტარკა (1894-1960) ხელმძღვანელობდა. ომთა შორის პერიოდში იგი ლიტვის ეროვნული ოპერის პირველი ხელმძღვანელი გახდა. 1917 წლის აპრილში თბილისში ლიტველებმა „ეროვნული საბჭო“ აირჩიეს. პრანას დაილიდე, ვაჟთა მე-4 გიმნაზიის მათემატიკის მასწავლებელი, საბჭოს თავმჯდომარე გახდა. მოგვიანებით, ლიტვური საზოგადოებები  კავკასიის სხვა ქალაქებშიც (ეკატერინოგრადში, კისლოვოდსკში, პეტეგორსკში, გროზნიში, ბაქოში, ბათუმში, ალექსანდროუპოლში, ყარსში) დაარსდა.

მეფის გადაგდების შემდეგ რუსეთ-თურქეთის ფრონტზე მებრძოლი ლიტველი ჯარისკაცები

უფრო გააქტიურდნენ. ლიტვაში დასაბრუნებლად და ლიტვის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში მონაწილეობის მისაღებად ისინი ეროვნულ ჯგუფებს შეუერთდნენ.  1917 წლის 25 აპრილს ლიტველმა ჯარისკაცება, ოფიცერ პეტრას გუდელისის ხელძღვანელობით,  ლიტვური ენის შემსწავლელთა ჯგუფი გახსნეს, იმათვის, ვისაც პრაქტიკულად ლიტვური წერა-კითხვა დავიწყებული ჰქონდა.

კავკასიური ფრონტის მარცხის შემდეგ, ლიტველი  ჯარისკაცები  ლიტვური საზოგადოების აქტიურობის გაზრდის შესახებ უკვე ინფორმირებულნი იყვნენ და გადაწყვიტეს მას შეერთებოდნენ. შედეგად, ლიტვური საზოგადოების წევრების რაოდენობა თბილისში საკმაოდ გაიზარდა. სხვადასხვა სირთულეების გამო, კავკასიაში ლიტველთა ინტერესების წარმოსადგენად და დასაცავად საჭირო იყო ახალი ინსტიტუტების შექმნა. ამიტომაც, ლიტვური საზოგადოების ეროვნულმა კომიტეტმა და ტრანსკავკასიის ლიტველ ჯარისკაცთა ორგანიზაციამ კავკასიაში მცხოვრები ლიტველთა ყრილობისთვის მზადება დაიწყო.

ეს ყრილობა 1917 წლის 27-30 დეკემბერს გაიმართა და მას ესწრებოდნენ ლიტველთა წარმომადგენლები თბილისიდან, ალექსანდროუპოლისიდან, ბათუმიდან, ყარსიდან, ტრაპზონიდან- ჯამში 21 წარმომადგენელი. კონგრესმა პრეზიდიუმი აირჩია. ბ-ნი ვილეიშისი  საპატიო თავმჯდომარე, ბ-ნი დაილიდე- ვიცე-პრეზიდენტი, ბ-ნი სტეფონავიჩიუსი და ბ-ნი ჯაზდაუსკასი კი მდივნები გახდნენ. კონგრესმა მისალოცი ტელეგრამა გაუგზავნა ლიტვის საბჭოს ვილნიუსში და ლიტვის საბჭოს რუსეთში, ქალაქ ვორონეჟში. მოსალოდნელი იყო, რომ ეს ორგანიზაციები სათავეში ჩაუდგებოდნენ საკანონმდებლო საკრებულოს და, შესაბამისად, ლიტვის დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნას. ბ-ნმა დაილიდემ კონგრესს მიმართა და ლიტვის სრული დამოუკიდებლობის საკითხი წამოაყენა. მან დაასაბუთა, რომ ლიტველთა გაერთიანების და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის გარეშე, ლიტვას დამოუკიდებლობას ასე უბრალოდ არავინ მისცემდა. საბჭოს ზოგიერთი წევრი მას შეეწინააღმდეგა; მათ განაცხადეს, რომ დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად დრო ჯერ არ დამდგარა და იმპერიის სხვა ქვეყნებთან ერთად ავტონომიის მოპოვება დემოკრატიული რუსეთის შემადგენლობაშივე იქნება შესაძლებელი. განხილვისას ბ-ნმა ვილეიშისმა სავსებით არგუმენტირებული სიტყვა წარმოთქვა. ამის შემდეგ, კონგრესმა თითქმის ერთსულოვნად მიიღო რეზოლუცია, რომელშიც აღინიშნებოდა, რომ: „დამოუკიდებელი ლიტვის მომავლის გარანტი მხოლოდ საკანონმდებლო საკრებულო (პარლამენტი) და მსოფლიო კონფერენციაა“.

კავკასიის ლიტვური საზოგადოების კომიტეტის ჩამოყალიბებამ ლიტველთა ცხოვრებაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა. კომიტეტი სამ სფეროში მოღვაწეობდა:

  • ლიტველთა რეგისტრაცია და აღრიცხვა;
  • ლიტველთა წარმომადგენლობა ადგილობრივ სახელისუფლო ორგანოებში, თანამშრომლობა სხვა ეროვნულ უმცირესობებთან, საკონსულო სამუშაო;
  • ლიტველთა სამშობლოში დაბრუნების ორგანიზება.

„ლიტვური კომიტეტი“ კავკასიაში, ასევე, საკონსულო ფუნქციებსაც ითავსებდა. კომიტეტის შექმნის შესახებ სომხეთსა და აზერბაიჯანსაც აცნობეს. ამავე დროს, თბილისში  პოლონეთისა და უკრაინის წარმომადგენლობებიც გაიხსნა.

ტრანსკავასიური ფედერალური რესპუბლიკის შექმნამ საჭირო გახადა უცხოლეთა საკითხისადმი კანონიერი მიდგომა. მოქმედმა კომიტეტმა ლიტვის მოქალაქეების აღრიცხვა დაიწყო. მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მოქალაქეობის მოწმობის გაცემასთან დაკავშირებით, რომელსაც პასპორტის დატვირთვა ექნებოდა. ეს მოწმობები გადაეცემოდა იმათ, ვინც დაამტკიცებდა, რომ ლიტვაში იყო დაბადებული. ასევე, აუცილობლობას წარმოადგენდა საკონსულოს გახსნაც, რადგან რუსეთში ბოლშევიკური რევოლუციის შემდეგ პირდაპირი გზები რუსეთიდან ლიტვაში გადაკეტილი იყო. შესაბამისად, საჭირო იყო სხვა ქვეყნებთან უკან დასაბრუნებელ მარშრუტებზე მოლაპარაკება. მაგალითად, იმ დროს შავ ზღვაზე მგზავრობა გერმანიის ნებართვას მოითხოვდა.

1918 წლის 2 ივნისს „ლიტვურმა კომიტეტმა“ კავკასიაში მიიღო გადაწყვეტილება მიემართა ლიტვის საბჭოსთვის თხოვნით ტრანსკავკასიაში ლიტვის ოფიციალური წარმომადგენლობის გახსნის შესახებ. ამიტომაც, კომიტეტმა ლიტვაში დელეგაციის გაგზავნა გადაწყვიტა. გამგზავრებამდე კომიტეტის თავმჯდომარე, ბ-ნი დაილიდე ეწვია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და შეხვდა საგარეო საქმეთა მომავალ მინისტრს, ბ-ნ ევგენი გეგეჩკორს. ბ-ნმა  გეგეჩკორმა სთხოვა მას გადაეცა მოკითხვა ლიტვის ოფიციალური პირებისთვის და გამოთქვა იმედი, რომ ლიტვა მხარს დაუჭერს ქართველი ერის განზრახვას აღადგინოს დამოუკუდებლობა პარიზში გასამართ მშვიდობის კონფერენციაზე.

1918 წლის 23 ივლისს  დაილიდე შეხვდა ლიტვის რესპუბლიკის სახელმწიფოს მეთაურს, ანტანას სმეტონას და მას მიენიჭა უფლება ემოქმედა, როგორც ლიტვის წარმომადგენელს და ეზრუნა ყველა ლიტველზე კავკასიაში. 1918 წლის 30 აგვისტოს, საქართველოში დაბრუნების შემდეგ, ბ-ნი დაილიდე ოფიციალურად დაამტკიცეს ლიტვის სახელმწიფოს წარმომადგენლად საქართველოში.  

1919 წლის 23 მარტს ლიტვის წარმომადგენლობა გაიხსნა ბაქოში, სადაც იმ დროისთვის დევნილთა მნიშვნელოვანი რაოდენობა ცხოვრობდა. ორივე წარმომადგენლობას, როგორც თბილისში, ასევე ბაქოში, სერიოზული პრობლემები ჰქონდა, რადგან კავშირი ლიტვასთან ძალზედ სუსტი იყო და ბევრ ლიტველს სამშობლოში დაბრუნების ფინანსური საშუალება არ გააჩნდა. იმ დროის ერთ-ერთ დოკუმენტში საქართველოში ლიტვის წარმომადგენელობა აღნიშნავს, რომ „ საბჭოს მხოლოდ დროებითი მანდატითა და რესურსების გამუდმებული სიმცირით,  მაგრამ, ამავე დროს ლიტვის, დამოუკიდებლობისკენ მიმავალი გზით, ლიტვის წარმომადგენლობა ყველა კავკასიელი ერისთვის გახდა ცნობილი. ამ მძიმე სამუშაოსა და ერთგულების წყალობით სახლში დაბრუნება 10 ათასამდე ლიტველმა შეძლო“.

ლიტვისა და საქართველოს ურთიერთობების შემდგომ განვითარებას ხელი რევოლუციამ შეუშალა, და ამ ორ ქვეყანას შორის ოფიციალური ურთიერთობების აღდგენა მხოლოს 80 წლის შემდეგ  გახდა შესაძლებელი.

1996 წელს საქართველოში მცხოვრებმა ლიტველებმა შექმნეს საზოგადოება სახელით „რუტა“. ირინა ჯიქია გახდა ლიტვის პირველი საპატიო კონსული საქართველოში. ლიტვის საელჩო საქართველოში 2004 წელს გაიხსნა. ამან ლიტვა-საქართველოს ორმხრივ ურთიერთობებში ახალი გვერდი გადაშალა.

1996 წელს საზოგადოება „რუტა“ ლიტველთა მსოფლიო საზოგადოების წევრი გახდა. ეროვნული ინდივიდუალურობის შენარჩუნებისთვის, საზოგადოება „რუტა“ განათლებისა და კულტურის სფეროებში მუშაობს. რეგულარულ საფუძველზე ხდება სხვადასხვა სახის საჯარო ღონისძიებების ორგანიზება, რათა აღინიშნოს ისეთი თარიღები, როგორიცაა 16 თებერვალი (დამოუკიდებლობის დღე), 11 მარტი (ლიტვის დამოუკიდებლობის აღდგენის დღე), 13 იანვარი (თავისუფლების დამცველთა დღე). ყოველწლიურად საზოგადოება აწყობს შეკრებას იმ ადამიანების მოსაგონებლად, ვინც ვილნიუსში სატელევიო ანძასთან ლიტვის დამოუკიდებლობისთვის დაიღუპა. 14 ივნისი გლოვისა და იმედის დღე არის. ყოველ წელს აღინიშნება შობა, აღდგომა, დედის დღე და წმ. ჯონის დღე. სასიამოვნოა კავკასიის მთებსა და მდინარეებზე ცეცხლის დანახვა, მთა წმ. ჯონის გვირგვინებს აღიარებს. თბილისობაზე ყველა ეთნიკური უმცირესობა, მათ შორის ლიტველებიც, ეროვნულ კოსტიუმებში გამოწყობილნი,  საკუთარ ეროვნულ სამზარეულოს, სიმღერებსა და ცეკვებს წარადგენენ.

1996 წლის შემდეგ თბილისში ლიტვური სკოლაც არსებობს, სადაც უკვე საზოგადოების წევრების ბავშვებისა და შვილიშვილების მესამე თაობა სწავლობს. ბოლო ხანს სკოლამ იმ ქართველების მიღებაც დაიწყო, ვისაც ლიტვური ენის შესწავლა და ლიტვური კულტურის გაცნობა  სურს.

ლიტვის საელჩო ლიტვური საზოგადეობის მეგობარი და პარტნიორი თავისი გახსნის დღიდან გახდა.

2000 წლიდან საქართველოში ლიტვური საზოგადოების ხელმძღვანელი ქბ-ნი ზინა ყარუჩნიშვილია. ის მედიცინის დოქტორია  (კარდეოლოგი) დაბადებული ლიტვის ქალაქ კაუნასში. მისი მეუღლე დიპლომატია. მისი ვაჟიშვილი სწავლობს იონას ჟემაიტისის სახელობის ლიტვის სამხედრო აკადემიაში, ხოლო ქალიშვილი მენეჯერის თანამდებობაზე მუშაობს.

საქართველოში ლიტვური საზოგადოება შემდეგ მისამართზე მდებარეობს: საქართველო, თბილისი, კეკელიძის ქ. 1/18.

სიახლეების გამოწერა