როგორ გვიპოვოთ?

ლიტვის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში

მისამართი: Krtsanisi 29, Tbilisi GE-0114, GEORGIA

ვრცლად »

ტელ. +995 32 2 912 933
ელ-ფოსტა

საკონსულოს თანამშრომლის ფუნქციები

შემუშავებულია: 2015.06.29

საკონსულოს თანამშრომელს შეუძლია:

  • გასცეს ცნობები რეპატრიაციის შესახებ;
  • გასცეს საკონსულო ცნობები ლიტვის რესპუბლიკის მოქალაქეებისთვის, რომელთაც დაკარგეს თავიანთი მართვის მოწმობა საზღვარგარეთ ან მანქანების რეგისტრაციის ცნობები ლიტვაში დაბრუნების მიზნით;
  • მიიღოს აპლიკაციები ლიტვის რესპუბლიკის მოქალაქეობაზე;
  • განიხილოს აპლიკაციები ლიტვის რესპუბლიკის პასპორტების გაცემის / შეცვლის მიზნით;
  • განიხილოს საზღვარგარეთ 6 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში მცხოვრები ლიტვის რესპუბლიკის მოქალაქეების დეკლარაციები საცხოვრებელი ადგილის შესახებ;
  • მიიღოს მოთხოვნები სამოქალაქო მდგომარეობის აქტების (ქორწინება, დაბადება, განქორწინება და ა.შ.) რეგისტრაციის შესახებ;
  • მიიღოს მოთხოვნები საარქივო ცნობების მისაღებად ლიტვის მთავარი არქივიდან;
  • მიიღოს მოთხოვნები ნასამართლეობის (ნასამართლეობის არქონის) ცნობების გაცემის შესახებ;
  • გასცეს საკონსულო ცნობები;
  • განახორციელოს სანოტარო მოქმედებები;
  • განახორციელოს დოკუმენტების საკონსულო ლეგალიზაცია;
  • მიაწოდოს ინფორმაცია და გასცეს ნებართვები ცხედრების სასახლით გადასვენებისთვის ლიტვაში;
  • მიაწოდოს ინფორმაცია იმ პროცედურების შესახებ, რომელთა მიხედვითაც ლიტვაში მცხოვრებ ნათესავებს შეუძლიათ ფულადი საშუალებების გადარიცხვა საზღვარგარეთ მცხოვრები პირისთვის;
  • აუცილებლობის შემთხვევაში, მოინახულოს ლიტვის რესპუბლიკის მოქალაქეები საპყრობილეში;
  • მოითხოვოს  ლიტვის რესპუბლიკის საზღვარგარეთ დაკავებული ან მსჯავრდებული მოქალაქეების ადგილობრივი და საერთაშორისო კანონმდებლობის თანახმად მოპყრობა და მათთვის ისეთივე პირობების უზრუნვეყოფა, როგორიც გათვალისწინებულია ადგილობრივი მოქალაქეებისთვის;
  • გასცეს შენგენის ვიზები;
  • მიიღოს უცხო ქვეყნის მოქალაქეების აპლიკაციები ლიტვაში დროებითი ცხოვრების ნებართვის მიღების მიზნით;
  • შეასრულოს სხვა საკონსულო ფუნქციები, რაც განსაზღვრულია ლიტვის რესპუბლიკის საკონსულო წესდებაში, 1963 წლის ვენის კონვენციაში საკონსულო ურთიერთობების შესახებ, ლიტვის რესპუბლიკის საკონსულო კოვენციებში და მიმღები სახელმწიფოს სხვა ხელშეკრულებებში.

საკონსულოს თანამშრომელს არ შეუძლია:

  • იმოქმედოს, როგორც ტურისტულმა აგენტმა ან მთარგმნელ-თარჯიმანმა;
  • იმოქმედოს, როგორც იურისტმა, მკვლევარმა ან სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომელმა;
  • გაწიოს დამკრძალავი ბიუროს მომსახურება;
  • გაწიოს საბანკო ან საფოსტო მომსახურება;
  • იმოქმედოს შუამავლის რანგში ვიზების, დასაქმების, ცხოვრებისა თუ მუშაობის ნებართვების გასაცემად საზღვარგარეთის ქვეყანაში;
  • უზრუნველყოს საცხოვრებელი ადგილი ან გაწიოს სასტუმრო მომსახურება;
  • უზრუნველყოს ან მოითხოვოს პირობების გაუმჯობესება ლიტვის რესპუბლიკის საზღვარგარეთ დაკავებული ან მსჯავრდებული მოქალაქეებისთვის;
  • ასესხოს ან სხვაგვარად გასცეს ფულადი საშუალებები, დაიქირავოს იურისტი ან გადაიხადოს ნებისმიერი სახის ანგარიში.

სიახლეების გამოწერა