თემები ყველაფრის მონიშვნაყველას მონიშვნის მოხსნა

როგორ გვიპოვოთ?

ლიტვის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში

მისამართი: Krtsanisi 29, Tbilisi GE-0114, GEORGIA

ვრცლად »

ტელ. +995 32 2 912 933; for appointments and consular issues call: +995 32 291 60 56
ელ-ფოსტა
სიახლეები ბეჭდვა RSS

ელჩმა იონას პასლაუსკასმა წაიკითხა ლექცია თემაზე „ნატოს ურთიერთობები მთავარ საერთაშორისო ორგ

შემუშავებულია: 2012.03.14 / განახლებულია 2012.12.18 19:12

დღეს საქართველოში ლიტვის ელჩი, იონას პასლაუსკასი  იმ ტრეინინგის მონაწილეებს შეხვდა, რომელიც საქართველო-ნატოს პროფესიონალური განვითარების პროგრამამ ჩაატარა და წაუკითხა ლექცია თემაზე „ნატოს ურთიერთობები მთავარ საერთაშორისო ორგანიზაციებთან: ევროკავშირი, გაერო და ეუთო“.

განხილვისას სატრეინინგო პროგრამის მონაწილეები შეთანხმდენ ნატო-ევროკავშირის საერთო საქმიანობაზე ტერორიზმის პრევენციის სფეროში, სომალის სანაპიროებთან მეკობრეობასთან ბრძოლის ოპერაციაზე, ასევე ევროკავშირის საქმიანობასა და პროექტებზე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

 

ეს ტრეინინგ პროგრამა თებერვალში დაიწყო და მიეძღვნა საქართველოს სამთავრობო სააგენტოების იმ წარმომადგენლებს, რომლებიც როგორც საერთაშორისო, ასევე საზოგადოებრივი ურთიერთობების სფეროში მუშაობენ. მისი მიზანია ამ ინსტიტუტების ადმინისტრაციული უნარიანობის გაზრდა.

ტრეინინგი საქართველო-ნატოს პროფესიონალური განვითარების პროგრამის ტრეინინგ ცენტრში ტარდება და მაისამდე გაგრძელდება. მარტის დასაწყისში ელჩი პასლაუსკასი კვლავ შეხვდება ტრეინინგის მონაწილეებს და წაიკითხავს ლექციას ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე.

საქართველოში ლიტვის საელჩო გასული წლის დასაწყისიდან  ნატოსთან დამაკავშიებელი საელჩოს ფუნქციებს ითავსებს.

სიახლეების გამოწერა