თემები ყველაფრის მონიშვნაყველას მონიშვნის მოხსნა

როგორ გვიპოვოთ?

ლიტვის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში

მისამართი: Krtsanisi 29, Tbilisi GE-0114, GEORGIA

ვრცლად »

ტელ. +995 32 2 912 933; for appointments and consular issues call: +995 32 291 60 56
ელ-ფოსტა
სიახლეები ბეჭდვა RSS

ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს პროექტების მიღებას 2018 წლის განვითარების პროგრამის ფარგლებში

შემუშავებულია: 2017.10.04 / განახლებულია 2017.10.04 10:37

პროექტების სამიზნე ძირითადი ჯგუფი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები არიან

ლიტვის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს პროექტების მიღებას ლიტვის 2018 წლის განვითარების პროგრამის ფარგლებში. პროგრამის ძირითადი ფოკუსი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები, და მათ შორის საქართველოცაა. 2018 წლის პროექტებისთვის გათვალისწინებული თანხა 100,000 ევროს შეადგენს.
საქართველოსთვის განსაზღვრული პროექტების მიმართულებები შემდეგია:
1. კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციისა და მისი გავლენის შემცირების საუკეთესო პრაქტიკების დანერგვა საქართველოში
2. ქალების სოციალური და ეკონომიკური აქტივობების ხელშეწყობა საქართველოში
3. რეგიონული განვითარების ლიტვური გამოცდილების დანერგვა საქართველოში
დამატებითი დეტალებისთვის და პროექტების წარსადგენად ეწვიეთ ლინკს. პროექტების წარდგენის ბოლო ვადა 2017 წლის 31 ოქტომბერია.

სიახლეების გამოწერა