როგორ გვიპოვოთ?

ტელ. +995 32 2 912 933; საკონსულო საკითხებზე: +995 32 291 60 56
ელ-ფოსტა

სავიზო ინფორმაცია

შემუშავებულია: 2015.06.15 / განახლებულია 2022.05.19 10:30

შენგენის ვიზა:

  1. აეროპორტის სატრანზიტო ვიზა (A) - ვიზა, რომელიც გამოიყენება შენგენის სივრცის წევრი ქვეყნების აეროპორტ(ებ)ის საერთაშორისო სატრანზიტო ზონების გასავლელად (ესაჭიროებათ მხოლოდ ზოგიერთი ქვეყნის მოქალაქეებს - https://ec.europa.eu/home-affairs/sites/homeaffairs/files/what-we-do/policies/borders-and-visas/visa-policy/docs/annex_7a_atv_common_list_en.pdf);
  2. მოკლევადიანი ვიზა (C) - ვიზა, რომელიც გამოიყენება შენგენის სივრცის წევრ ქვეყანაში ტრანზიტისათვის ან მის ტერიტორიაზე ყოფნისათვის, არაუმეტეს სამი თვისა ყოველ ექვსთვიან პერიოდში, რომელიც აითვლება შენგენის სივრცის წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლის პირველი დღის თარიღიდან.

ეროვნული ვიზა (D):

ეროვნული ვიზა გაიცემა პირზე, რომელიც წარადგენს საბუთებს, რომლებიც დაადასტურებს, რომ იგი აპირებს პერიოდულად შევიდეს ლიეტუვის რესპუბლიკაში ან იქ იცხოვროს 1 წლამდე, ხოლო მისი ძირითადი საცხოვრებელი ადგილი უცხო სახელმწიფოშია და არ არსებობს. მოთხოვნა აღნიშნული უცხოელისათვის დროებითი ბინადრობის ნებართვის მისაღებად ლიეტუვის რესპუბლიკაში; ასევე გაიცემა პირზე, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტმა მიანიჭა დროებითი ან მუდმივი ბინადრობის ნებართვა ლიტვის რესპუბლიკაში.

სავიზო აპლიკაციები მიიღება მხოლოდ საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის საელჩოში და განაცხადის შემოტანამდე აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია. რეგისტრაცია ყოველი მომდევნო თვისთვის დაიწყება საელჩოს მიერ გამოცხადებულ კონკრეტულ თარიღზე, საელჩოს სამუშაო საათებში. რეგისტრაციის პროცესის შესახებ გამოცხადდება საელჩოს საიტის სიახლეების ველში და საელჩოს ფეისბუქ გვერდზე: https://www.facebook.com/Lithuania.In.Georgia

12 წლამდე ბავშვებს, რომელთა განცხადებებიც შემოაქვთ მშობლებს, ასევე ესაჭიროებათ რეგისტრაცია. ევროკავშირის, ევროპის ეკონომიკური სივრცისა და შვეიცარიის კონფედერაციის მოქალაქეების ოჯახის წევრებს შეუძლიათ მოვიდნენ საელჩოში წინასწარი რეგისტრაციის გარეშე, საკონსულო განყოფილების სამუშაო საათებში.

დოკუმენტაცია საელჩოში გაიცემა სავიზო აპლიკაციის ჩაბარებისას მიღებული ქვითრის საფუძველზე.

ყურადღება:    

2020 წლის 1 იანვრიდან სავიზო მოსაკრებლის გადახდა შესაძლებელი იქნება მხოლოდ საბანკო ბარათით - ნაღდი ფული აღარ მიიღება.

თუ საბანკო ბარათით გადახდა ვერ ხერხდება, შესაძლებელი იქნება გადარიცხვა საელჩოს საბანკო ანგარიშზე (ევროებში). გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ელ-ფოსტით [email protected]ზე ან ტელეფონით +995 32 291 60 56 გადახდის ინსტრუქციების მისაღებად.

ბანკების მიერ დაწესებული ყველა სახის გადასახადი უნდა დაიფაროს იმ პიროვნების მიერ, ვინც რიცხავს თანხას. საელჩო გადარიცხვის გადასახადებს არ ფარავს.

საბანკო გადარიცხვა უნდა განხორციელდეს საელჩოში საბუთების შემოტანამდე არაუგვიანეს ერთი სამუშაო დღისა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც სავიზო განაცხადის წარდგენა დაგეგმილია თვის პირველ სამუშაო დღეს.

 

განაცხადებისა და თანდართული დოკუმენტაციის შემოტანა

განაცხადები შესაძლებელია განთავსდეს არაუადრეს 6 თვისა, ხოლო მოვალეობის შესრულების პროცესში მყოფი მეზღვაურებისათვის არაუადრეს 9 თვისა დაგეგმილი ვიზიტის დაწყებამდე და, როგორც წესი, არაუგვიანეს 15 კალენდარული დღისა დაგეგმილი ვიზიტის დაწყებამდე. განსაკუთრებულ ინდივიდუალურ შემთხვევებში, რომლებიც სასწრაფო და დასაბუთებულია ლიეტუვის რესპუბლიკის ვიზების გამცემმა ორგანომ ან ლიეტუვის რესპუბლიკის ცენტრალურმა სტრუქტურებმა შეიძლება დაუშვან განაცხადების დაგეგმილ ვიზიტამდე 15 კალენდარულ დღეზე უფრო გვიან განთავსება.

განაცხადის პირველად განთავსებისას, განმცხადებელი ვალდებულია გამოცხადდეს პირადად.

თითოეული განმცხადებელი წარადგენს ლიეტუვურ ან ინგლისურ ენებზე ხელით ან ელექტრონულად შევსებულ განაცხადის ფორმას. განაცხადის ფორმა ხელმოწერილი უნდა იყოს. განმცხადებლის სამგზავრო დოკუმენტში მითითებულმა პირებმა (ასეთის არსებობის შემთხვევაში), უნდა წარადგინონ ცალკე განაცხადები. არასრულწლოვნებმა უნდა წარადგინონ განაცხადის ფორმა, რომელიც ხელმოწერილი იქნება მუდმივი ან დროებითი მშობლობის უფლების მქონე პირის ან კანონიერი მეურვის მიერ.

განმცხადებელმა უნდა წარადგინოს მოქმედი სამგზავრო დოკუმენტი, რომელიც დააკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმებს:

  • მისი მოქმედების ვადა უნდა იყოს სამი თვით უფრო ხანგრძლივი ევროკავშირის წევრი ქვეყნების ტერიტორიის დატოვების თარიღზე, ხოლო რამოდენიმე მგზავრობის შემთხვევაში - წევრი ქვეყნების ტერიტორიის დატოვების ბოლო თარიღზე. თუმცა, დასაბუთებულად გადაუდებელ შემთხვევაში, აღნიშნული ვალდებულება შესაძლებელია მოიხსნას.
  • უნდა ჰქონდეს სულ მცირე ორი ცარიელი ფურცელი.
  • გაცემული უნდა იყოს უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში.

აღებული იქნება განმცხადებლის შემდეგი სახის ბიომეტრიული მონაცემები:

  • ფოტო (შაბლონის მიხედვით), რომელიც სკანირებული ან გადაღებულია განაცხადის გაკეთების დროს და
  • 10 თითის ანაბეჭდი, რომლის აღებაც ხდება ბრტყელ სივრცეზე, ციფრულად

იმ შემთხვევებში, როცა თითის ანაბეჭდები უკვე აღებულია პირველი განაცხადის შემოტანისას, უკანასკნელი განაცხადის გაკეთებამდე ბოლო 59 თვის განმავლობაში, მოხდება მათი ასლის თანდართვა არსებულ განაცხადზე. თუ განაცხადის განთავსების დროისათვის ვერ მოხერხდება მყისიერად დადასტურება, რომ ანაბეჭდები უკვე აღებულია ბოლო 59 თვის განმავლობაში, განმცხადებელს შეუძლია მოითხოვოს, რომ ხელახლა აიღონ ანაბეჭდები.

თითის ანაბეჭდების ჩაბარების ვალდებულებისგან გათავისუფლდებიან შემდეგი კატეგორიის განმცხადებლები:

  • 12 წელს ქვემოთ ბავშვები;
  • პიროვნებები რომელთა თითის ანაბეჭდების აღებაც ფიზიკურად შეუძლებელია. თუ შესაძლებელია მხოლოდ 10-ზე ნაკლები თითის ანაბეჭდის აღება, აღებული იქნება მაქსიმალური შესაძლებელი რაოდენობის ანაბეჭდი. თუმცა, თუ ანაბეჭდების აღების შეუძლებლობა დროებითია, განმცხადებელს მოეთხოვება ჩააბაროს ანაბეჭდები შემდგომი განაცხადის გაკეთებისას;
  • სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურები, ეროვნული მთავრობის წევრები და თანმხლები მეუღლეები, ასევე მათი ოფიციალური დელეგაციების წევრები, როცა ისინი მოწვეულნი არიან შენგენის სივრცის წევრი ქვეყნების, მათი მთავრობების და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ოფიციალური მიზნებით;
  • მონარქები და სამეფო ოჯახების სხვა მაღალი რანგის წევრები როცა ისინი მოწვეულნი არიან შენგენის სივრცის წევრი ქვეყნების, მათი მთავრობების და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ოფიციალური მიზნებით;

თუმცა, როცა არსებობს გონივრული ეჭვი განმცხადებლის ვინაობის შესახებ, ლიეტუვის რესპუბლიკის ვიზის გამცემი სტრუქტურა აიღებს თითის ანაბეჭდებს 59 თვიანი პერიოდის განმავლობაშიც.

განმცხადებელმა უნდა გადაიხადოს სავიზო მოსაკრებელი.

შენგენის ვიზები

საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ფლობენ ბიომეტრიულ პასპორტს, არ საჭიროებენ ვიზას მოკლევადიანი მოგზაურობისათვის (90 დღემდე ყოველ 180 დღიან მონაკვეთში) შენგენის სივრცეში.

ლიეტუვის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში წარმოადგენს სლოვაკეთს შენგენის ვიზების გაცემის საკითხში [ამ ეტაპზე შეჩერებულია]

ლიეტუვის რესპუბლიკის სავიზო სტრუქტურების კომპეტენციაა სავიზო განაცხადის განხილვა და გადაწყვეტილების მიღება იმ შემთხვევაში თუ:

ა) ვიზიტ(ებ)ის ერთადერთი დანიშნულების ადგილი ლიეტუვის ტერიტორიაა;

ბ) თუ ვიზიტი მოიცავს რამოდენიმე დანიშნულების ადგილს ან თუ რამოდენიმე ცალკეული ვიზიტი ხორციელდება ორი თვის პერიოდში, ლიეტუვის ტერიტორია იქნება ვიზიტ(ებ)ის მთავარი დანიშნულების ადგილი დარჩენის ხანგრძლივობის მხრივ, რომელიც ითვლება დღეების მიხედვით ან დარჩენის მიზნის მიხედვით;

გ) თუ ძირითადი დანიშნულების ადგილის დადგენა ვერ ხერხდება, ლიეტუვის საგარეო საზღვარი უნდა იყოს პირველი საზღვარი, რომლის გადაკვეთასაც განმცხადებელი გეგმავს შენგენის სივრცის წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე შესასვლელად;

ლიეტუვის რესპუბლიკის სავიზო სტრუქტურების კომპეტენციაა სატრანზიტო სავიზო განაცხადის განხილვა და გადაწყვეტილების მიღება იმ შემთხვევაში თუ:

ა) ტრანზიტი ხდება მხოლოდ ლიეტუვის გავლით;

ბ) თუ ტრანზიტი ხდება შენგენის სივრცის რამოდენიმე წევრი ქვეყნის გავლით და ლიეტუვის საგარეო საზღვარი არის პირველი საზღვარი, რომლის გადაკვეთასაც განმცხადებელი გეგმავს ტრანზიტის დასაწყებად.

განაცხადი განიხილება და გადაწყვეტილება მიღებული იქნება ლიეტუვის რესპუბლიკის იმ სავიზო სტრუქტურის მიერ, რომლის იურისდიქციაშიც განმაცხადებელი ცხოვრობს ლეგალურად. უცხო ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებსაც ესაჭიროებათ შენგენის ვიზა, შეუძლიათ შემოიტანონ განაცხადი საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის საელჩოში, იმ შემთხვევაში თუ ისინი შეძლებენ დაასაბუთონ თავიანთი გრძელვადიანი ლეგალური ცხოვრება საქართველოში (საცხოვრებელი ნებართვის ან სხვა დოკუმენტის ფლობა, რომელიც დაადასტურებს მათი გრძელვადიანი ცხოვრების სტატუსს). ლიეტუვის რესპუბლიკის სავიზო სტრუქტურა განიხილავს და გადაწყვეტილებას მიიღებს მესამე ქვეყნის იმ მოქალაქის მიერ წარდგენილ სავიზო განაცხადზე, რომელიც ლეგალურად იმყოფება, თუმცა არ ცხოვრობს მის იურისდიქციაში, თუ განმცხადებელი წარადგენს გამართლებას განაცხადის აღნიშნულ სავიზო სტრუქტურაში წარდგენასთან დაკავშირებით.

განმცხადებლებმა უნდა გადაიხადონ არა-ანაზღაურებადი მოსაკრებელი (რუსეთს, უკრაინასა და სხვა ქვეყნებს გაფორმებული აქვთ ვიზის ხელშეწყობის შეთანხმებები ევროკავშირთან, ქვეყნების ჩამონათვალი და დეტალური პირობების, რომლებიც მიემართება მათ მოქალაქეებს შეგიძლიათ იხილოთ აქ) და წარადგინონ შემდეგი აუცილებელი დოკუმენტაცია:

  • მოქმედი სამგზავრო ელექტრონული აპლიკაცია შენგენის ვიზისთვის, შევსებული, ამობეჭდილი და ხელმოწერილი (36-ე გრაფასა და ასევე ბოლო გვერდზე);
  • ერთი 35 x 45 მმ ფერადი ფოტო დაწებებული აპლიკაციაზე, პიროვნების ასაკის შესაბამისი. თუ პიროვნებას დაფარული აქვს თავი რელიგიური მიზეზებით, თავსაბურავი არ უნდა ფარავდეს პიროვნების სახეს. ფოტოს ფონი უნდა იყოს ნათელი, ცარიელი და სწორი;
  • მოქმედი დოკუმენტი სამედიცინო დაზღვევის ფლობის დასადასტურებლად, რომელიც ითვალისწინებს 30 ათასი ევროს ოდენობის დაფარვას;
  • მოგზაურობის მიზნის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. საჭირო დოკუმენტაციის სრული სია გაწერილია ევროკავშირის კომისიის დანერგილ გადაწყვეტილება 29.4.2014 C(2014) 2737-ში;
  • დოკუმენტაცია, რომელიც უთითებს საცხოვრებელს ან/და დადასტურება საცხოვრებელი ხარჯების დაფარვისათვის საკმარისი ფინანსების ფლობის შესახებ;
  • დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს, რომ ვიზაზე განაცხადის შემომტანი პიროვნება ფლობს საკუთარი თავის შესანახად საკმარის ფინანსებს (40 ევრო თითოეულ დღეზე) როგორც დარჩენის სრულ პერიოდზე, ასევე საკუთარი წარმომავლობის, საცხოვრებელ ან მესამე ქვეყანაში დასაბრუნებლად, სადაც მას ექნება შესვლის უფლება ან შეძლებს კანონიერად მიიღოს საკუთარი თავის შესანახი ფინანსები. ეს მოთხოვნა არ ვრცელდება მცირეწლოვნებზე, რომლებიც მოგზაურობენ ოჯახის სრულწლოვან წევრებთან ერთად;
  • როდესაც ვიზა პირზე გაიცემა მოწვევის საფუძველზე, ლიეტუვაში დასარჩენად საჭირო ფინანსების ოდენობა არის დღეში 20 ევრო, დამატებითი ინფორმაცია სამედიაციო წერილის (მოწვევის) შემოტანაზე იხილეთ აქ;
  • დამხმარე ინფორმაცია იმის შესაფასებლად აპირებს თუ არა სავიზო განაცხადის შემომტანი პიროვნება შენგენის სივრცის დატოვებას მოთხოვნილი ვიზის მოქმედების პერიოდის გასვლამდე.

წარდგენილი დოკუმენტაცია უნდა იყოს ლიეტუვურ ან ინგლისურ ენებზე. დოკუმენტაცია ასევე მიიღება ქართულ ენაზე, თუ მას თან ერთვის წერილობითი თარგმანი ლიეტუვურ ან ინგლისურ ენებზე.

ევროკავშირის სავიზო კოდექსის მიხედვით, საელჩოს საკონსულო ოფიცრებს აქვთ უფლება მოიწვიონ განმცხადებელი პირი პერსონალური გასაუბრების გასავლელად ან/და სთხოვონ მას წარადგინოს დამატებითი დოკუმენტაცია. 

2020 წლის 2 თებერვლიდან იცვლება სავიზო განაცხადის მოსაკრებლების რაოდენობა. 6-დან 12 წლამდე ბავშვების განაცხადების განხილვის მოსაკრებელი იქნება 40 ევრო, ხოლო სხვა დანარჩენი აპლიკაციების განხილვის მოსაკრებელი შეადგენს 80 ევროს.

სავიზო მოსაკრებელი არ შეეხებათ შემდეგი კატეგორიის განმცხადებლებს:

  • ექვს წლამდე ბავშვები;
  • სკოლის მოსწავლეები, სტუდენტები, დოქტორანტურის სტუდენტები და მასწავლებლები, რომლებიც მიემგზავრებიან სასწავლო ან ტრენინგის მიზენბისთვის;
  • მკვლევრები, განსაზღვრული ევროკავშირის პარლამენტისა და საბჭოს (8) მიერ მიღებული დირექტივა (EU) 2016/801 -ის მესამე მუხლის მეორე პუნქტის მიხედვით, რომლებიც მიემგზავრებიან სამეცნიერო კვლევის ჩატარების მიზნით ან სამეცნიერო სემინარსა ან კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად;
  • არაკომერციული ორგანიზაციების წარმომადგენლები 25 წელს ქვემოთ, რომლებიც მონაწილეობას იღებენ არაკომერციული ორგანიზაციების მიერ ორგანიზებულ სემინარებში, კონფერენციებში, სპორტულ, კულტურულ ან საგანმანათლებლო ღონისძიებებში.

თუ პიროვნებას სურს ლიეტუვის რესპუბლიკაში მრავალჯერადად შესვლა, მან ასევე უნდა წარადგინოს მრავალჯერადი შესვლის საჭიროების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

პიროვნებას, რომელზეც გაიცა მრავალჯერადი შესვლის ვიზა, შეუძლია შევიდეს და დარჩეს შენგენის სივრცეში გაცემული ვიზის მოქმედების პერიოდში, თუმცა არაუმეტეს 90 დღისა ყოველ 180 დღიან მონაკვეთში. თუ ხშირად სტუმრობთ შენგენის სივრცეს, გირჩევთ გამოიყენოთ ვიზის კალკულატორი.

ყურადღება:    

წინასწარ არ არსებობს არანაირი გარანტია, რომ მოხდება ვიზის გაცემა.

თავად ფაქტი, რომ მოიპოვეთ შესაბამისი ფორმის ვიზა ან შეზღუდული ტერიტორიული მოქმედების ვიზა ავტომატურად არ ნიშნავს, რომ მიღებული გაქვთ შესვლის უფლება. სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე ვიზის მფლობელებს მოეთხოვებათ წარადგინონ მტკიცებულებები, რომ ისინი აკმაყოფილებენ შესვლის პირობებს.

ეროვნული ვიზები

ეროვნული ვიზები გაიცემა მინიმუმ 91 დღის ვადით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა განაცხადი კეთდება ლიეტუვის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, ხოლო ეროვნული ვიზის მაქსიმუმი 1 წლიანი ვადაა; თუ მიგრაციის დეპარტამენტის გადაწყვეტილებით პიროვნებაზე გაცემულია დროებითი ან მუდმივი საცხოვრებელი უფლება, ეროვნული ვიზა შესაძლებელია გაიცეს მაქსიმუმ 6 თვის ვადით.  

ეროვნული ვიზის მოსაპოვებლად უცხო ქვეყნის მოქალაქემ უნდა გადაიხადოს არა-დაბრუნებადი სააპლიკაციო მოსაკრებელი 120 ევროს ოდენობით და ასევე წარადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:

  • მოქმედი სამგზავრო ელექტრონული აპლიკაცია ეროვნული ვიზისთვის, შევსებული, ამობეჭდილი და ხელმოწერილი (36-ე გრაფასა და ასევე ბოლო გვერდზე);
  • ერთი 35 x 45 მმ ფერადი ფოტო დაწებებული აპლიკაციაზე, პიროვნების ასაკის შესაბამისი;
  • დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს ჯანმრთელობის დაზღვევის ფლობას ლიეტუვაში დარჩენის სრული პერიოდის განმავლობაში. დაზღვევა უნდა მოქმედებდეს შენგენის სივრცის წევრ ყველა ქვეყანაში. ჯანმრთელობის დაზღვევის დასტურის მიწოდება მოხდება ვიზის გამცემი ორგანოს მოთხოვნის საფუძველზე. დაზღვევა უნდა ფარავდეს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ხარჯებს, როგორც განმარტებულია ლიეტუვის რესპუბლიკის კანონში ჯანდაცვის სისტემის შესახებ და ასევე ყველა სახის ხარჯს უცხო ქვეყნის მოქალაქის დასაბრუნებლად სხვა ქვეყანაში ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მიზეზებით (ტრანსპორტირება, მათ შორის ჯანდაცვის პროფესიონალ(ებ)ის თანხლებით). დაფარვა არ უნდა იყოს 30,000 ევროზე ნაკლები. 
  • დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს, რომ ვიზაზე განაცხადის შემომტანი პიროვნება ფლობს საკმარის ფინანსებს ან/და იღებს რეგულარულ შემოსავალს საკუთარი თავის შესანახად და ასევე აქვს საკმარისი რესურსები საცხოვრებელ ან მესამე ქვეყანაში დასაბრუნებლად, სადაც მას ექნება შესვლის უფლება.
  • დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს ეროვნული ვიზის გაცემის საფუძვლებიდან ერთ-ერთს, როგორც განმარტებულია ვიზის აღწერილობაში; დამატებითი ინფორმაციისათვის საჭირო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით ეწვიეთ ლიეტუვის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის ვებგვერდს.
  • ეროვნული ვიზის სამუშაო მიზნებით მოთხოვნის შემთხვევაში, განმცხადებელმა უნდა წარადგინოს შესაბამისი სამუშაო კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც ნათარგმნი უნდა იყოს ლიეტუვურ ენაზე და ნოტარიულად უნდა იყოს დამოწმებული.

დამატებითი ინფორმაცია ეროვნულ ვიზებთან დაკავშირებით შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.

სამუშაო კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის გარდა წარდგენილი დოკუმენტაცია შესაძლებელია იყოს ლიეტუვურ ან ინგლისურ ენებზე. დოკუმენტაცია ასევე მიიღება ქართულ ენაზე, თუ მას თან ერთვის წერილობითი თარგმანი ლიეტუვურ ან ინგლისურ ენებზე.

ევროკავშირის სავიზო კოდექსის მიხედვით, საელჩოს საკონსულო ოფიცრებს აქვთ უფლება მოიწვიონ განმცხადებელი პირი პერსონალური გასაუბრების გასავლელად ან/და სთხოვონ მას წარადგინოს დამატებითი დოკუმენტაცია.

უცხო ქვეყნის მოქალაქემ, რომელიც გეგმავს ლიეტუვის რესპუბლიკაში ცხოვრებას (მეორე წლის განმავლობაში) უნდა შეიტანოს განაცხადი ლიეტუვის რესპუბლიკაში დროებითი ცხოვრების უფლებაზე არაუგვიანეს 6 თვისა მოქმედი მრავალჯერადი შესვლის ეროვნული ვიზის ვადის გასვლამდე, ადგილობრივი ტერიტორიული პოლიციის ოფისის მიგრაციის სამსახურში, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

გაცემული ვიზის მოქმედების პერიოდში, მომწვევი ორგანიზაცია ლიეტუვის რესპუბლიკაში ვალდებულია დაფაროს უცხო ქვეყნის მოქალაქის დაბრუნების ხარჯები ქვეყანაში, რომელშიც მას აქვს გამგზავრების უფლება.

გადაწყვეტილება სავიზო განაცხადზე

განაცხადზე გადაწყვეტილება მიიღება 7-15 კალენდარული დღის განმავლობაში, ვალიდური განაცხადის მიღებიდან. ეს პერიოდი შეიძლება გაგრძელდეს მაქსიმუმ 45 კალენდარულ დღემდე ცალკეულ შემთხვევებში, განსაკუთრებით როცა საჭირო ხდება განაცხადის დამატებით შესწავლა.

განმცხადებლები, რომლებისაც უარი ეთქვათ ვიზის გაცემაზე, მიიღებენ ვიზაზე უარის, ანულირების ან გაუქმების სტანდარტულ ფორმას, რომელიც უთითებს გადაწყვეტილების მიზეზს. განმცხადებლებს უფლება აქვთ გაასაჩივრონ გადაწყვეტილებები ვილნიუსის რეგიონულ ადმინისტრაციულ სასამართლოში (Žygimantų St. 2, LT-01102 Vilnius, tel.: +370 5 264 8703) პასუხის მიღებიდან 14 დღის განმავლობაში. ლიეტუვის რესპუბლიკის კანონის მიხედვით უცხოელთა სამართლებრივი სტატუსის შესახებ და ასევე ლიეტუვის რესპუბლიკის კანონის მიხედვით ადმინისტრაციული სამართალწარმოების შესახებ, საჩივარი უნდა გაკეთდეს ლიეტუვურ ენაზე და ყველა დოკუმენტი, რომელიც შედგენილია უცხო ენაზე, უნდა ითარგმნოს ლიეტუვურ ენაზე და დამოწმდეს დადგენილი პროცედურების მიხედვით. საჩივრის გასაკეთებლად გადახდილი უნდა იყოს შესაბამისი გადასახადი 30 ევროს ოდენობით (თუ განაცხადი სასამართლოს ბარდება მხოლოდ ელექტრონული ფორმით, გადახდილი უნდა იყოს აღნიშნული ღირებულების მხოლოდ 75%).

ვიზის გაცემაზე უარის თქმა არ წარმოადგენს ადმინისტრაციული საჩივრის საგანს.

თავად ფაქტი, რომ მოიპოვეთ შესაბამისი ფორმის ვიზა ან შეზღუდული ტერიტორიული მოქმედების ვიზა ავტომატურად არ ნიშნავს, რომ მიღებული გაქვთ შესვლის უფლება. სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე ვიზის მფლობელებს მოეთხოვებათ წარადგინონ მტკიცებულებები, რომ ისინი აკმაყოფილებენ შესვლის პირობებს შენგენის სასაზღვრო კოდექსის მეექვსე მუხლის შესაბამისად.

გასაჩივრების პროცედურა:

განმცხადებლებს შეუძლიათ წარადგინონ საჩივარი ლიეტუვის რესპუბლიკის ვიზის გამცემი სტრუქტურების თანამშრომლების ქცევის შესახებ და ასევე, ასეთის არსებობის შემთხვევაში, აპლიკაციის განთავსების პროცესის გარე სერვისის მიმწოდებლების ქცევის შესახებ. ლიეტუვის რესპუბლიკის 1999 წლის 17 ივნისის კანონით საჯარო ადმინისტრირების შესახებ, No. VIII-1234, მუხლი 2 p. 5, საჩივარი არის წერილობითი განცხადება გაკეთებული პიროვნების მიერ საჯარო ადმინისტრირების ორგანოსადმი, რომელიც მიუთითებს, რომ აღნიშნული პიროვნების უფლებები ან ლეგიტიმური ინტერესები დაირღვა და მოითხოვს მათ დაცვას. მუხლი 3 p. 8 მიხედვით, საჩივარი განთავსდება ლიეტუვის რესპუბლიკის შესაბამის ვიზის გამცემ სტრუქტურაში ან უშუალოდ ლიეტუვის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს მისამართით.

საჩივრები განიხილება პროცედურებით, რომლებიც დადგენილია კანონის მუხლი 14 და სექცია 3-ის მიერ, ხოლო გადაწყვეტილება საჩივრებზე მიღებული იქნება 20 სამუშაო დღის პერიოდში. იმ შემთხვევაში, როცა საჩივრის განხილვა ობიექტური მიზეზების გამო ვერ ხერხდება მოცემული დროის პერიოდში, ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 10 სამუშაო დღით. ვადის გახანგრძლივების შესახებ პიროვნებას ეცნობება წერილობითი ფორმით 2 სამუშაო დღის განმავლობაში, ვადის გახანგრძლივების მიზეზების მითითებით.

მესამე ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებსაც განაცხადი აქვთ შეტანილი შენგენის ვიზაზე, ვთავაზობთ მიიღონ მონაწილეობა ევროკომისიის კითხვარში სავიზო პროცესის გაციფრულების შესახებ, შემდეგ ბმულზე: europa.eu/!xj99KC.

სავიზო განაცხადის განხილვის მოსაკრებლები:

  • შენგენის ვიზა - 80 ევრო;
  • ეროვნული ვიზა - 120 ევრო.

ლიეტუვის რესპუბლიკის კანონის მიხედვით საკონსულო გადასახადების შესახებ, არანაირი ტიპის საკონსულო გადასახადი არ მოითხოვება შემდეგ შემთხვევებში:

  • ევროკავშირის მოქალაქეების ან ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის წევრი ქვეყნების მოქალაქეების ოჯახის წევრების, რომლებიც არიან მესამე ქვეყნის მოქალაქეები, შენგენის სავიზო განაცხადების დამუშავებისას, ასევე ლიეტუვის მოქალაქეების ოჯახის წევრების შენგენის სავიზო განაცხადების დამუშავებისას;
  • ეროვნული ვიზის მისაღებად განაცხადების დამუშავება ლიეტუვის რესპუბლიკის საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, როდესაც უცხო სახელმწიფო იყენებს არანაკლებ ხელსაყრელ პირობებს ლიეტუვის რესპუბლიკის მოქალაქეებისადმი;
  • შენგენის ვიზებზე განაცხადების დამუშავება ევროკავშირის მიერ მესამე ქვეყანასთან გაფორმებული სავიზო გამარტივების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში;
  • შენგენის ვიზაზე განაცხადების დამუშავება სავიზო კოდექსის 16 (4) მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში;
  • შენგენის ვიზაზე განაცხადების დამუშავება სავიზო კოდექსის მე -16 მუხლის მე -5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, როდესაც განაცხადებს წარადგენენ უცხოელები, რომელთა მოქალაქეობის სახელმწიფოები არ იყენებენ სავიზო მოთხოვნებს ლიეტუვის რესპუბლიკის მოქალაქეების მიმართ ან რომელთა მოქალაქეობის სახელმწიფოები ლიეტუვის რესპუბლიკის მოქალაქეების მიმართ იყენებენ  არანაკლებ ხელსაყრელ პირობებს, რაც სავიზო კოდექსის მე -16 მუხლის მე -5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებშია;
  • იმ მკვლევრების ეროვნული ვიზის განაცხადების დამუშავებისას, რომლებიც მოგზაურობენ ევროკავშირში ან ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის წევრ ქვეყნებში კვლევითი მიზნების განსახორციელებლად და წარდგენილი აქვთ შესაბამისი დამხმარე დოკუმენტაცია;
  • უცხო ქვეყნების იმ მოქალაქეების ეროვნული ვიზის განაცხადების დამუშავებისას, რომლებიც ფლობენ დიპლომატიურ ან სამსახურებრივ პასპორტებს ან მათთან გათანაბრებულ სამგზავრო დოკუმენტებს და მათი შესვლა ლიეტუვის რესპუბლიკაში უკავშირდება კულტურული, საგარეო პოლიტიკური, განვითარების თანამშრომლობის ან საჯარო ინტერესის სხვა სფეროების პოპულარიზაციას;
  • ლიეტუვური წარმომავლობის მქონე უცხო ქვეყნების იმ მოქალაქეების ეროვნული ვიზის განაცხადების დამუშავებისას, რომლებსაც წარდგენილი აქვთ დამატებითი დოკუმენტაცია ან სერტიფიკატი ლიეტუვური წარმომავლობის შესახებ, გაცემული საკონსულო პოსტის მიერ ლიეტუვის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დადგენილი პროცედურების დაცვით;
  • უცხო ქვეყნების იმ მოქალაქეების ეროვნული ვიზის განაცხადების დამუშავებისას, რომლებსაც შენარჩუნებული აქვთ ლიეტუვის რესპუბლიკის მოქალაქეობის უფლება ან აქვთ ლიეტუვის რესპუბლიკის მოქალაქეობის აღდგენის უფლება და წარდგენილი აქვთ შესაბამისი დამხმარე დოკუმენტაცია;
  • გამონაკლის შემთხვევებში, ზემოთ ჩამოთვლილის გარდა, საკონსულოს ხელმძღვანელი პირის გადაწყვეტილების საფუძველზე, რომელიც ასევე წარმოადგენს საკონსულო ოფიცერს, უცხო ქვეყნების იმ მოქალაქეების სავიზო განაცხადების დამუშავებისას, რომლებიც შედიან ლიეტუვის რესპუბლიკაში კულტურული, საგარეო პოლიტიკური, განვითარების თანამშრომლობის ან სხვა მსგავსი მიზნებით და ასევე ჰუმანიტარული მიზნებით;

ევროკავშირის მოქალაქის ოჯახის წევრები ან ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის (ეთვა) წევრი ქვეყნების მოქალაქეები

ევროკავშირის ფუნქციონირების შესახებ ხელშეკრულების მუხლი 21-ის მიხედვით, ევროკავშირის ყველა მოქალაქეს აქვს უფლება თავისუფლად იმოძრაოს და იცხოვროს წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე, ცალკეული შეზღუდვებით და პირობებით, რომლებიც დაწესებულია შესაბამისი ხელშეკრულებებით და მათი აღსრულებისათვის მიღებული ზომებით. ეს შეზღუდვები და პირობები გაწერილია, სხვა წყაროებს შორის, დირექტივა 2004/38 / EC13-ში კავშირის მოქალაქეებისა და მათი ოჯახის წევრების უფლების შესახებ თავისუფლად გადაადგილდნენ და იცხოვრონ წევრი ქვეყნების ტერიტორიებზე. თუ განმცხადებელი აკმაყოფილებს ევროკავშირის მოქალაქის ოჯახის წევრობის პირობას, როგორც განსაზღვრულია დირექტივაში, ლიეტუვის რესპუბლიკის სავიზო სტრუქტურა მისცემს მათ ყველანაირ შესაძლებლობას მოიპოვონ სასურველი ვიზა და შეუქმნის საუკეთესო პირობებს ვიზის მოსაპოვებლად*, მათ შორის:

  • სავიზო მოსაკრებლის გადახდა საჭირო არ იქნება;
  • ვიზა გაიცემა რაც შეიძლება სწრაფად (სავიზო განაცხადების განხილვა 15 დღეზე უფრო ხანგრძლივი პერიოდით შეიძლება მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში და ზედმიწევნით გამართლებულად) და განაცხადზე ჩაწერა მოხდება უფრო უკეთესი პირობებით, ვიდრე სხვა მესამე ქვეყნის მოქალაქეების შემთხვევაში;
  • თანდართული საჭირო დოკუმენტაციის ნუსხა შემცირებული იქნება (დასტური, რომ არსებობს ევროკავშირის მოქალაქეები, რომლისგანაც მომდინარეობის შესაბამისი უფლებები, რომ განმცხადებელი არის ევროკავშირის აღნიშნული მოქალაქის ოჯახის წევრი და რომ განმცხადებელი მიემგზავრება ევროკავშირის აღნიშნულ მოქალაქესთან ერთად შენგენის სივრცის წევრ მასპინძელ ქვეყანაში ან აპირებს ჩავიდეს მასთან იმავე მასპინძელ ქვეყანაში).

*იგივე პირობები მიემართება ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის წევრი ქვეყნის მოქალაქეებს და მათ ოჯახის წევრებს.

სიახლეების გამოწერა

Captcha