ლიეტუვა
ლიეტუვა
თუ მართლა გსურთ ლიტვა გაიცნოთ, უპირველეს ყოვლისა ამ ქვეყნის ხალხის გაცნობით უნდა დაიწყოთ. ლიტველების უმრავლესობა ძალიან გულწრფელია, სტუმართმოყვარე და თავაზიანი, ამასთან, ჩვენი სტუმრებისგანაც იმავეს მოველით. ლიტველები დიდ ხანს ცხოვრობენ, ამიტომ თუ საშუალება მოგეცემათ გაესაუბროთ უფროსი თაობის ხალხს, ბევრ საინტერესო ისტორიას მოისმენთ და გამდიდრებული გამოცდილებით დაბრუნდებით თქვენს ქვეყანაში.
იმ შემთხვევაში, თუ დაიღალეთ ცივილიზაციისგან, აქ შეგიძლიათ თავი აარიდოთ მას. უბრალოდ უნდა გაეცალოთ დიდ ქალაქებს და გაემგზავროთ იქ, სადაც თქვენი გული და გონება დაისვენებს – უსასრულო ტყეებში, ტბებზე, რომლებიც მთელს ლიტვაში უხვადაა მიმოფანტული, მდინარეებზე, რომლებმაც მთელი ქვეყანა დასერეს ან დაუვიწყარ ულამაზეს კურშის ცელისკენ, რომელიც გარშემორტყმულია ბალტიის ზღვით.
ხოლო თუ პირიქით ქალაქის ჭეშმარიტი შვილი ბრძანდებით, ბევრს საინტერესოს აღმოაჩენთ ლიტვის დიდ ქალაქებში. აქ წარმოდგენილია მრავალი მუზეუმი უზარმაზარი კოლექციებით, ეროვნული და კერძო სამხატვრო გალერეები, თეატრები და ფილარმონიები, მრავალფეროვანი ღამის ცხოვრება, გართობა და სპორტული ღონისძიებები. რომ არაფერი ვთქვათ ნაციონალური კერძებისა და სასმელების შესახებ, რაც აუცილებლად უნდა დააგემოვნოთ ახალი გამოცდილების, ახალი შთაბეჭდილებების მისაღებად.
ჩვენ გელით – მოხარულები ვიქნებით გაგიცნოთ!
ფაქტები
| დედაქალაქი: | ვილნიუსი |
| ოფიციალური ენა: | ლიტვური |
| ტერიტორია: | 65.300 კმ2 |
| მოსახლეობა: | 2.979.000 |
| ნაციონალური ვალუტა: | ევრო (2015 წლის 1 იანვრიდან) |
| გეოგრაფიული ადგილმდებარეობა: | ლიტვა მდებარეობს ჩრდილოეთ ევროპაში |
| მეზობელი ქვეყნები: | ლატვია, ბელარუსი, პოლონეთი და რუსეთი |
| დამოუკიდებლობა: |
|
| ხელისუფლების ფორმა: | საპარლამენტო დემოკრატია |
| სახელმწიფოს მეთაური: |
|
| საერთაშორისო წევრობა: |
|
| დიდი ქალაქები (მოსახლეობის რაოდენობა): |
|
| ადმინისტრაციული დაყოფა: |
|
| ეთნიკური შემადგენლობა (%): |
სულ ლიტვაში 154 ეროვნების წარმომადგენელი ცხოვრობს. |
| რელიგია: | ლიტველების უმრავლესობა მიეკუთვნება რომაულ კათოლიკურ ეკლესიას. წარმოდგენილია აგრეთვე მართლმადიდებლობა, ევანგელისტურ-ლუთერანული მოძრაობა, რეფორმატორული ეკლესია, იუდაიზმი, ისლამი და სხვა რელიგიები. |
|
სიცოცხლის ხანგრძლივობა: |
|
| ლანდშაფტი: | ლიტვა დაბლობზე მდებარეობს, ქვეყნის ტერიტორიის დაახლოებით 75%-ს მინდვრები წარმოადგენს |
| კლიმატი: | კონტინენტურს შორის. საშუალო ტემპერატურაა +19°C ივლისში და -3°C იანვარში |
| სახელმწიფო დღესასწაულები: |
|
| გაიგე მეტი ლიტვის შესახებ: | ოფიციალური გასასვლელი ლიტვაში |