საკონსულოს თანამშრომლის ფუნქციები
საკონსულოს თანამშრომლის ფუნქციები
საკონსულოს თანამშრომელს შეუძლია:
- გასცეს ცნობები რეპატრიაციის შესახებ;
- გასცეს საკონსულო ცნობები ლიეტუვის რესპუბლიკის მოქალაქეებისთვის, რომელთაც დაკარგეს თავიანთი მართვის მოწმობა საზღვარგარეთ ან მანქანების რეგისტრაციის ცნობები ლიეტუვაში დაბრუნების მიზნით;
- მიიღოს აპლიკაციები ლიეტუვის რესპუბლიკის მოქალაქეობაზე;
- განიხილოს აპლიკაციები ლიეტუვის რესპუბლიკის პასპორტების გაცემის / შეცვლის მიზნით;
- განიხილოს საზღვარგარეთ 6 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში მცხოვრები ლიეტუვის რესპუბლიკის მოქალაქეების დეკლარაციები საცხოვრებელი ადგილის შესახებ;
- მიიღოს მოთხოვნები სამოქალაქო მდგომარეობის აქტების (ქორწინება, დაბადება, განქორწინება და ა.შ.) რეგისტრაციის შესახებ;
- მიიღოს მოთხოვნები საარქივო ცნობების მისაღებად ლიეტუვის მთავარი არქივიდან;
- მიიღოს მოთხოვნები ნასამართლეობის (ნასამართლეობის არქონის) ცნობების გაცემის შესახებ;
- გასცეს საკონსულო ცნობები;
- განახორციელოს სანოტარო მოქმედებები;
- განახორციელოს დოკუმენტების საკონსულო ლეგალიზაცია;
- მიაწოდოს ინფორმაცია და გასცეს ნებართვები ცხედრების სასახლით გადასვენებისთვის ლიეტუვაში;
- მიაწოდოს ინფორმაცია იმ პროცედურების შესახებ, რომელთა მიხედვითაც ლიეტუვაში მცხოვრებ ნათესავებს შეუძლიათ ფულადი საშუალებების გადარიცხვა საზღვარგარეთ მცხოვრები პირისთვის;
- აუცილებლობის შემთხვევაში, მოინახულოს ლიეტუვის რესპუბლიკის მოქალაქეები საპყრობილეში;
- მოითხოვოს ლიეტუვის რესპუბლიკის საზღვარგარეთ დაკავებული ან მსჯავრდებული მოქალაქეების ადგილობრივი და საერთაშორისო კანონმდებლობის თანახმად მოპყრობა და მათთვის ისეთივე პირობების უზრუნვეყოფა, როგორიც გათვალისწინებულია ადგილობრივი მოქალაქეებისთვის;
- გასცეს შენგენის ვიზები;
- მიიღოს უცხო ქვეყნის მოქალაქეების აპლიკაციები ლიეტუვაში დროებითი ცხოვრების ნებართვის მიღების მიზნით;
- შეასრულოს სხვა საკონსულო ფუნქციები, რაც განსაზღვრულია ლიეტუვის რესპუბლიკის საკონსულო წესდებაში, 1963 წლის ვენის კონვენციაში საკონსულო ურთიერთობების შესახებ, ლიეტუვის რესპუბლიკის საკონსულო კოვენციებში და მიმღები სახელმწიფოს სხვა ხელშეკრულებებში.
საკონსულოს თანამშრომელს არ შეუძლია:
- იმოქმედოს, როგორც ტურისტულმა აგენტმა ან მთარგმნელ-თარჯიმანმა;
- იმოქმედოს, როგორც იურისტმა, მკვლევარმა ან სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომელმა;
- გაწიოს დამკრძალავი ბიუროს მომსახურება;
- გაწიოს საბანკო ან საფოსტო მომსახურება;
- იმოქმედოს შუამავლის რანგში ვიზების, დასაქმების, ცხოვრებისა თუ მუშაობის ნებართვების გასაცემად საზღვარგარეთის ქვეყანაში;
- უზრუნველყოს საცხოვრებელი ადგილი ან გაწიოს სასტუმრო მომსახურება;
- უზრუნველყოს ან მოითხოვოს პირობების გაუმჯობესება ლიეტუვის რესპუბლიკის საზღვარგარეთ დაკავებული ან მსჯავრდებული მოქალაქეებისთვის;
- ასესხოს ან სხვაგვარად გასცეს ფულადი საშუალებები, დაიქირავოს იურისტი ან გადაიხადოს ნებისმიერი სახის ანგარიში.