*alt_site_homepage_image*
ge
lt en

სიახლეები

RSS

14 დეკემბრიდან საელჩო აახლებს ვიზიტორების მიღებას

14 დეკემბრიდან საელჩო იწყებს ვიზიტორების მიღებას, რომლებიც წინასწარ უნდა ჩაეწერონ შეხვედრაზე მოსასვლელად.

სავიზო განაცხადის შემოსატანად, ისევე როგორც სხვა საკონსულო მომსახურების მისაღებად, აუცილებელია ელ-ფოსტით წინასწარი რეგისტრაცია. რეგისტრაცია ხორციელდება შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: kons.ge@urm.lt.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ყველა ვიზიტორს მოეთხოვება ხელების დეზინფექცია შემოსვლისას და მათი სხეულის ტემპერატურა ასევე შემოწმდება. ასევე სავალდებულოა პირბადის ან რესპირატორის ტარება საელჩოს ტერიტორიაზე ყოფნის სრული პერიოდის განმავლობაში. თუ გაქვთ გაციების სიმპტომები, გთხოვთ გადადოთ თქვენი ვიზიტი.