19 ივნისს ლიტვის რესპუბლიკის პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ ლიტვის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში რწმუნებათა სიგელები გადასცა
19 ივნისს ლიტვის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, დალია გრიბაუსკაიტემ ლიტვის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში გიედრიუს პუოჯუნასს რწმუნებათა სიგელები გადასცა.
შეხვედრისას ქვეყნის მეთაურმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ორმხრივი ეკონომიკური, კულტურული და პოლიტიკური ურთიერთობები ლიტვასა და საქართველოს შორის სულ ძლიერდება. პრეზიდენტის განცხადებით საქართველო რჩება ლიტვის მნიშვნელოვან ეკონომიკურ პარტნიორად სამხეთ კავკასიაში, ამიტომ აუცილებელია ბიზნეს ურთიერთობებისა და ინვესტიციების მუდმივ რეჟიმში გაძლიერება.
ქვეყნის მეთაურის განცხადებით, აუცილებელია თანმიმდევრობით გავაძლიეროთ ლიტვის სახელი და კარგი რეპუტაცია საქართველოში. პრეზიდენტის განცხადებით მომავალშიც მხარი უნდა დავუჭიროთ საქართველოს მთავრობის ძალისხმევას ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველსაყოფად და მონაწილეობა მივიღოთ საქართველოს უსაფრთხოების გაძლიერებაში საერთაშორისო მასშტაბით.
პრეზიდენტმა ახალ ელჩს ასევე ურჩია დაეხმაროს საქართველოს ევროკავშირის აღმოსავლეთ ევროპის პროგრამაში მონაწილეობაში. სახელმწიფოს მეთაურმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისფულებამ უნდა გააგრძელოს რეფორმები ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის კუთხით და თანმიმდევრულად ატაროს ქვეყანა ევრპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.
გ. პუოჯუნასს ისტორიის ფაკულტეტი დაამთავრა. 1993 წლიდან მუშაობს ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტროში. დიპლომატი მუშაობდა ლიტვის საელჩოში პოლონეთში, იყო დიპლომატიური პროტოკოლის დეპარტამენტის დირექტორი, ლიტვის ელჩი ავსტრიაში, რომელიც ასევე იყო აკრედიტებული სლოვენიაში, ხორვატიაში, სლოვაკეთსა და ლიხტენშტეინში, ის ასევე იყო ლიტვის მუდმივი წარმომადგენელი გაერთიანებული ერების განყოფილებაში ვენაში. დანიშნვამდე გ. პუოჯუნასი საგარეო საქმეთა სამინისტროში ინფრომაციული და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობას იკავებდა. ელჩს მიღებული აქვს ორდენი „ლიტვის წინაშე დამსახურებებისათვის“ რაინდისა და კომანდორის ჯვარი.
ფლობს ინგლისურ, გერმანულ, პოლონურ, რუსულ და ფრანგულ ენებს.