*alt_site_homepage_image*
ge
lt en

სიახლეები

RSS

19 ნოემბერს თბილისში ოფთალმოლოგიის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება

19 ნოემბერს 10:00 საათზე თბილისის სასტუმრო მერიოტში (რუსთაველის, 13) ოფთალმოლოგიის საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნება. კონფერენციას დაესწრებიან ექიმები ლიტვიდან, ბელორუსიდან, უკრაინიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და ყაზახეთიდან.

 

მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი -ნი ანდრია ურუშაძე, ლიტვის ელჩი საქართველოში იონას პასლაუსკასი და იაპონიის ელჩი საქართველოში მასაიოში კამოჰარა.

 

პროექტის ინიციატორები ვილნიუსის უნივერსიტეტის საავადმყოფოს Santariškiu Klinikos-ის ექიმები არიან, ხოლო დაფინანსება იაპონიის მთავრობისა და ლიტვის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელშეწყობით ლიტვის განვითარების თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა.

 

თანამედროვე თვალის ქირურგიისთვის საჭირო არჭურვილობა იაპონიის მთავრობამ უზრუნველყო, რაც შეეხება ექიმების ტრეინიგებს, მათ  თვალის დაავადებათა ლიტველი სპეციალისტები ჩაატარებენ.