1949 წლის 25-28 მარტს გადასახლების მსხვერპლთა ხსოვნისადმი პატივის მიგების მოწოდება ესტონელ, ლატვიელ
ევრო პარლამენტის წევრები ფონდ Unitas-თან და ნაცისტების მიერ ჩადენილ დანაშაულებათა და ლიტვაში საბჭოთა ოკუპირებული რეჟიმების შეფასების საერთაშორისო კომისიასთან ერთად ბალტიისპირეთის საზოგადოებებს მიმართავს ინიციატივით 25 მარტიდან ამ თარიღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ჩატარება დაეწყოთ. გადასახლებები 1949 წლის მარტის ბოლოს დაიწყო და რამდენიმე დღეში ე.წ. „ტალღა“ ოპერაციის დროს საბჭოთა ოკუპანტებმა ესტონეთიდან, ლატვიიდან და ლიტვიდან 95 ათასი ადამიანი- მათ შორის უმეტესობა ქალები და ბავშვები, გადაასახლეს.
საბჭოთა მასიური გადასახლებები ბალტიისპირეთის სახელმწიფოების ისტორიაში ყველაზე მუქი ლაქაა. სტალინის მმართველობისას 220 ათასზე მეტი ადამიანი იქნა გადასახლებული ციმბირში (მათ რიცხვში არ შედის ე.წ. გულაგის ბანაკების პოლიტიკური პატიმრები, რომელთა რიცხვიც უფრო დიდია). 2010 წლიდან ამ ადამიანთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ესტონეთსა და ესტონური საზოგადოებების მიერ 10-ზე მეტ ქვეყანაში ჩატარდა. 2012 წლის 25 მარტს, ათასობით სანთელი გადასახლებულთა მოსაგონებლად დაინთება. ევრო პარლამენტის ესტონელი, ლატვიელი და ლიტველი წევრები სხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან ერთად მოსახსენიებელ საღამოს ბრუსელში უმასპინძლებენ.
მთელ მსოფლიოში მცხოვრებ ბალტიურ საზოგადოებას მოუწოდებენ ინიციატივის გაზიარებასა და 25 მარტს მოსაგონარი ღონისძიების ნებისმიერი სახით ჩატარებისაკენ. ორგანიზატორებს მსგავსი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის მიღება komisija@lrv.lt და anna.karolin@unitasfoundation.org მისამართებზე შეეძლებათ. დამატებითი ინფორმაციისთვის ბალტიის ქვეყნებიდან საბჭოთა გადასახლებების შესახებ ეწვიეთ ვებ- გვერდებს www.komisija.lt და www.unitasfoundation.org/remembrance.
შემოგვიერთდით, რათა მოგონებამ ამ ადამიანებზე კვლავ იცოცხლოს.
ევრო პარლამენტის წევრები არიან:
ალგირდას საუდარგასი (ლიტვა)
ალოჟ პეტერლე (სლოვენია)
ანდრას გიურკი (უნგრეთი)
ანდრეას შვაბი (გერმანია)
ანდრეი კოვაჩევი (ბულგარეთი)
ანა მარია კორაზა ბილდტი (შვედეთი)
ეშლი ფოქსი (დიდი ბრიტანეთი)
ბერნდ პოსელტი (გერმანია)
ბილ ნიუტონ დანი (დიდი ბრიტანეთი)
ფილიპ კაჟმარეკი (პოლონეთი)
გაბრიელ ალბერტინი (იტალია)
ჰანუ ტაკულა (ფინეთი)
ინდრეკ ტარანდი (ესტონეთი)
ინეს ვაიდერი (ლატვია)
იოანის კასოულიდესი (კვიპროსი)
ივარი პადარი (ესტონეთი)
იასეკ სარუიჟ-ვოლსკი (პოლონეთი)
ჟოზეფ ჟაიერი (უნგრეთი)
კარლის
ელ-ფოსტა [email protected]; საკონსულო საკითხები: consul.ge@mfa.lt
ვრცლად