*alt_site_homepage_image*
ge
lt en

სიახლეები

RSS

1991 წლის 13 იანვრის მოვლენების 25 წლისთანთან დაკავშირებით

ხვალ, 13 იანვრის მოვლენებს  თბილისშიც გავიხსენებთ.

უკვე 25 წელია, რაც თავისუფლები ვართ. ლიტვის დამოუკიდებლობის ისტორიაში 1991 წლის იანვრის მოვლენებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ლიტველი ხალხის თავისუფლების წყურვილის სიმტკიცე. ამ მოვლენებს განსაკუთრებული ადგილი უკავია ლიტვის ისტორიაში. ხალხის მისწრაფება თავისუფლებისადმი აგრესორების ტენკებზე და ავტომატებზე უფრო ძლიერი აღმოჩნდა.

ამ დღეს თბილისში ასე ავღნიშნავთ:

13 იანვარს 12:00 საათზე ლიტვის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართვეოში გიედრიუს პუოჯუნასი და პარლამენტის თავმჯდორამე დავით უსუფაშვილი 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალს გვირგვინით შეამკობენ.

17:00 საათზე ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართება დისკუსია „ ლიტვის დამოუკიდებლობის დაცვის 25 წლისთავთან“ დაკავშირებით. დისკუსიისას საქართველოს პარლამენტის წევრები, პოლიტოლოგები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და სტუდენტები ერთამენთს გაუზიარებენ საქართველოში 1989 წლის და ლიტვაში 1991 წლის იანვრის  სისხლიანი მოვლენებზე ისაუბრებენ. საუბარი ასევე შეეხება დამოუდებლობის წლებს, ორივე ქვეყნის გამოცდილებასა და მომავლის გამოწვევებს. დისკუსიის დროს აგრეთვე წარგენილი იქნება ვიტაუტას დარასკევიჩიუსის  იანვრის მოვლენების ამსახველი ფოტოსურათების გამოფენა.

საღამოს 19:00 საათიდან 21:00 საათამდე თბილისის სატელევიზიო ანძა სიმბოლურად ლიტვის დროშის ფერებში აინთება.

ამ დღესვე, საღამოს 19:00 საათზე საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის საღამოს ეთერში ნაჩვენები იქნება რეჟისიორ იონას ოჰმანის დოკუმენტური ფილმი „თავისუფლების ტრაექტორიები“. 20:30 საათზე კი - ინტერვიუ პროფესორ ვიტაუტას ლანსბერგისთან.

 

‪#‎NeverForget13January1991  ‪#‎CelebratingFreedom