*alt_site_homepage_image*
ge
lt en

სიახლეები

RSS

1991 წლის 13 იანვრის მოვლენებისთვის პატივის მიგება საქართველოში: ჩვენ გვახსოვს თუ რატომ ვართ თავისუფლები

13 იანვარს ლიეტუვის სათვისტომოს წარმომადგენლებმა, მათმა ოჯახის წევრებმა და მეგობრებმა პატივი მიაგეს თავისუფლების დამცველების დღის 30 წლისთავს და თბილისში, ვილნიუსის სკვერში დაანთეს სიმბოლური კოცონი.

1991 წლის 13 იანვრის ტრაგიკული მოვლენების მსხვერპლთა საპატივცემულოდ, ლიეტუვის სათვისტომომ შეასრულა ეროვნული ჰიმნი, ქართველმა სტუდენტებმა კი წაიკითხეს ლიეტუველი პოეტების ლექსები.

ამ კვირის დასაწყისში ლიეტუვის სათვისტომო ასევე მოწვეული იყო სპეციალური და სიმბოლური მარშრუტის სირბილით ან სიარულით დასაფარად თბილისში - ვილნიუსის სკვერიდან თბილისის სატელევიზიო ანძამდე. ეს მარშრუტი სიმბოლურად წარმოადგენს "სიცოცხლისა და სიკვდილის გზას", რომელიც ტრადიციულად გადის ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში. ათობით ლიეტუველმა, მათმა ნათესავებმა, მეგობრებმა აშშ-ს, უკრაინის, საფრანგეთის, ჩეხეთის, ლატვიისა და ესტონეთის დიპლომატიური წარმომადგენლობებიდან, დაასრულეს ეს მარშრუტი და გაგვიზიარეს თავიანთი შთაბეჭდილებები. მონაწილეებს გადაეცათ სამახსოვრო საჩუქრები.