*alt_site_homepage_image*
ge
lt en

სიახლეები

RSS

1991 წლის 13 იანვრის ვილნიუსში განვითარებული მოვლენებისთვის პატივის მიგება საქართველოში: ჩვენ გვახსოვს თუ რატომ ვართ თავისუფლები

13 იანვარს ლიეტუვის სათვისტომოს წარმომადგენლებმა, მათმა ოჯახის წევრებმა და მეგობრებმა პატივი მიაგეს თავისუფლების დამცველების ხსოვნას, გაიხსენეს მათი ღვაწლი და თბილისში, ვილნიუსის სკვერში სიმბოლურად 14 სანთელი დაანთეს მათ საპატივცემულოდ, ვინც საკუთარი სიცოცხლე დათმო თავისუფალი და დამოუკიდებელი ლიეტუვური სახელმწიფოსთვის.

შაბათს, 15 იანვარს ლიეტუვის სათვისტომო ასევე მოწვეული იყო სპეციალური და სიმბოლური 9 კილომეტრიანი მარშრუტის სირბილით ან სიარულით დასაფარად თბილისში - ვილნიუსის სკვერიდან თბილისის სატელევიზიო ანძამდე. ეს მარშრუტი სიმბოლურად წარმოადგენს "სიცოცხლისა და სიკვდილის გზას", რომელიც ტრადიციულად იმართება ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში 1991 წლის 13 იანვრის მსხვერპლთათვის პატივის მისაგებად.