*alt_site_homepage_image*
ge
lt en

სიახლეები

RSS

2011 წლის ევროპული კალათბურთის კენჭისყრა 30 იანვარს გაიმართება

2011 წლის ევროპული კალათბურთის ჩემპიონატის კენჭისყრა 30 იანვარს, ადგილობრივი დროით საღამოს რვის ნახევარზე გაიმართება.   კენჭისყრა მონაწილეებს ოთხ ქვეჯგუფად დაყოფს და, ასევე, განსაზღვრავს ლიტვის რომელ ქალაქში ითამაშებს ესა თუ ის ჯგუფი.   კენჭისყრის ცერემონია ლიტვის ეროვნული დრამის თეატრში გაიმართება და ლიტვის უამრავ ტელე ვარსკვლავსა და ცნობილ სახეს უმასპინძლებს.   ცერემონიის გასართობი ნაწილი 34 წუთს გაგრძელდება, ამ პერიოდში 136 ხელოვანი ჩემპიონატში მონაწილე 25 ქვეყანას წარადგენს.

საქართველოს პოპ-მომღერალი სტანისლოვას სტავისკის-სტანო და საერთაშორისო გუნდი წარადგენენ.

 

200-ზე მეტ უცხოელ სტუმართან და საერთაშორისო ჟურნალისტთან ერთად, ცერემონიას არვიდას საბონისი, მოდესტას პაულაუსკასი, ალექსანდრ ვოლკოვი და ევროპული კალათბურთის სხვა ლეგენდარული ვარსკვლავები დაესწრებიან.

 

2011 წლის კალათბურთის ჩემპიონატი, რომელიც ლიტვაში იმართება, ევროპის ისტორიაში ყველაზე მაშტაბური იქნება. 24 გუნდი ოქროს მედალისა და ოლიმპიურ თამაშებზე გასამგზავრებლად იბრძოლებს. 31 აგვისტოდან-18 სექტემბრამდე ლიტვის ექვსი ქალაქი 90 მატჩს უმასპინძლებს.

 

ჩემპიონატის ტრანსლირება 150-ზე მეტ ქვეყანაში მოხდება და მისი ნახვა 180 მილიონზე მეტ მაყურებელს შეეძლება მთელ მსოფლიოში.

 

წყარო: lrytas.lt