*alt_site_homepage_image*
ge
lt en

სიახლეები

RSS

2012 წლის სეიმასის საპარლამენტო არჩევნები

ლიტვის რესპუბლიკის ძვირფასო მოქალაქენო,   გატყობინებთ, რომ ლიტვის რესპუბლიკის საპარლამენტო (სეიმასის) არჩევნები 2012 წლის 14 ოქტომბერს გაიმართება. საქართველოში მყოფ ლიტვის რესპუბლიკის მოქალაქეებს საშუალება ექნებათ ხმის მიცემის პროცედურა საქართველოში ლიტვის საელჩოში ან ფოსტის საშუალებით გაიარონ.

მოახლოებული არჩევნებისთვის ლიტვის საელჩომ უკვე დაიწყო ამომრჩეველთა სიის გადამოწმება. შესაბამისად, ლიტვის ყველა მოქალაქეს, რომელიც ამჟამად საქართველოში ცხოვრობს ან არჩევნების დღეს საქართველოს სტუმრობას გეგმავს, ვთხოვთ შეავსოს ამომრჩეველთა სააპლიკაციო ფორმა და გამოაგზავნოს იგი საელჩოში 1 ოქტომბრამდე ელექტრონულ მისამართზე amb.ge@urm.lt ან ფოსტით (მისამართი: თბილისი, . აბულაძის . 25, ლიტვის საელჩო საქართველოში).

 

ლიტვის მოქალაქეებს, რომლებიც იმყოფებიან საქართველოს მეზობელ ქვეყნებში, სადაც ლიტვის დიპლომატიური სამსახურის წარმომადგენლობა არ არის, ასევე შეუძლიათ ამომრჩეველთა სააპლიკაციო ფორმის შევსება ხმის მიცემის მისაღები ფორმის  მითითებით და გამოაგზავნონ ის საელჩოში.

 

ლიტვის ის მოქალაქეები, რომლებიც არჩევნების დღეს 18 წლის სრულდებიან, ასევე სარგებლობენ არჩევნებისთვის რეგისტრაციისა და ხმის მიცემის უფლებით საელჩოში მისვლით ან ფოსტის მეშვეობით.

 

დეტალური ინფორმაცია ლიტვის რესპუბლიკის სეიმასის არჩევნებზე შეგიძლიათ იხილოთ ლიტვის რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებ-გვერდზე www.vrk.lt  

 

დამატებითი ინფორმაცია სეიმასის არჩევნებთან დაკავშირებით განთავსდება საელჩოს ვებ-გვერდზე.  შეკითხვებისთვის დაგვიკავშირდით ელექტრონულ ფოსტაზე amb.ge@urm.lt ან დაგვირეკეთ +995 32 2912933  სამუშაო საათებში.

 

წყარო: ლიტვის საელჩო საქართველოში