*alt_site_homepage_image*
ge
lt en

სიახლეები

RSS

2025 წლის 25 მარტს საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის საელჩოს ახალი შენობა ოფიციალურად გაიხსნა

2025 წლის 25 მარტს საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის საელჩოს ახალი შენობა ოფიციალურად გაიხსნა. ღონისძიებას ესწრებოდნენ ლიეტუვის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს კანცლერი აისტე სტაკენიენე, დიპლომატები როგორც ევროკავშირის წევრი, ასევე სხვა ქვეყნებიდან, ლიეტუვის საზოგადოების წარმომადგენლები საქართველოში და ლიეტუვის მეგობრები.

თავის გამოსვლაში კანცლერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ახალი საელჩოს შენობის გახსნა სიმბოლოა ლიეტუვისა და საქართველოს ხალხებს შორის მრავალწლიანი ურთიერთობისა არა მხოლოდ დიპლომატიურ, არამედ ისტორიულ და კულტურულ კონტექსტში. მან ხაზი გაუსვა ლიეტუვის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოში დემოკრატიის განმტკიცების საქმეში და საქართველოს მისწრაფებას ააშენოს ევროპული მომავალი ყველა გამოწვევის მიუხედავად. „იმედი მაქვს, რომ ეს ნათელი შენობა   მხოლოდ ჩვენი დიპლომატიური წარმომადგენლობის კუთვნილება კი არ იქნება, არამედ იქცევა სახლად ადგილობრივი ლიეტუველი საზოგადოების, თანამოაზრე ქართველებისა და ყველა იმათთვის, ვინც ევროპული ღირებულებებით არის გაერთიანებული“, - განაცხადა კანცლერმა.

ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში დარიუს ვიტკაუსკასმა აღნიშნა ახალი შენობის  მნიშვნელობა, რადგან ის მეტყველებს საქართველოს  განსაკუთრებულ როლზე ლიეტუვის დიპლომატიაში. მან ასევე ხაზი გაუსვა პროექტში მონაწილე ყველა პირის წვლილს და გულწრფელი მადლობა გადაუხადა მათ. „თბილისსა და ვილნიუსში მრავალი ადამიანისა და კომპანიის ერთობლივი ძალისხმევის, მათი რუდუნებისა და გამრჯე მუშაობის წყალობით, ჩვენ მივედით საბოლოო შედეგამდე: გვაქვს წარმომადგენლობით და პერსონალის საჭიროებებზე ადაპტირებული ლამაზი, მყუდრო, კომფორტული შენობა, რომელიც შეიცავს ლიეტუვური კულტურისა და ისტორიის ელემენტებს და განასახიერებს ლიეტუვურ სულისკვეთებას“, - აღნიშნა ელჩმა.