ახალი წლიდან საკრედიტო ბარათით ყველა გადახდისთვის პინ კოდის შეყვანა დაგჭირდებათ
2011 წლის იანვრიდან ლიტვაში, ისევე როგორც ევროკავშირის სხვა წევრ ქვეყნებში, საკრედიტო ბარათით განხორციელებული ყოველი გადახდა პინ კოდის შეყვანით დადასტურდება. აქამდე, ძირითად სუპერმარკეტებში გადახდები კლიენტის ხელმოწერით დასტურდებოდა. ექსპერტების თქმით, საკრედითო ბარათების თაღლითობისთვის ეს მეთოდი გაყალბების მრავალ შესაძლებლობას იძლეოდა.
პატარა მაღაზიებსა და კაფეებში პინ კოდის დაფიქსირება ახალი განკარგულების ძალაში შესვლამდეც ხდებოდა. ძველი სტილის მაგნიტური, უჩიპო ბარათები მოქმედების ვადის ამოწურვამდე მიმოქცევაში დარჩება.
თუმცა, დახლთან დამონტაჟებული პინ კოდის რიდერის (წამკითხველის) შემთხვევაში მყიდველს პინ კოდის შეყვანას მაინც მოსთხოვენ.
ლიტვის ბანკის მონაცემების მიხედვით, ლიტვაში, ამჟამად, მიმოქცევაში 4,33 მილიონზე მეტი საკრედიტო ბარათია. 2010 წლის ნოემბრის ბოლოსთვის მათმა საოპერაციო ბრუნვამ 2,9 მილიარდი ლიტვური ლიტა ($1,1 მილიარდი) შეადგინა.
წყარო: ლიტვური ბანკების ასოციაცია, ლიტვის საელჩო