ახალი წლის მილოცვა
ძვირფასო მეგობრებო, 2021 წლის დადგომამდე სულ ცოტა ხანი რჩება და მინდა გულწრფელი მადლობა გადაგიხადოთ ერთობლივი მუშაობისათვის, ინიციატივებისა და აქტივობებისათვის, რომლებიც შეიძლება ყოველთვის არ ჩანდეს საჯარო სივრცეში, თუმცა მიუხედავად ამისა არანაკლებად მნიშვნელოვანია ლიეტუვასა და საქართველოს შორის ურთიერთობების განვითარების საქმეში. ეს წელი ძალიან განსხვავებული იყო თითოეული ჩვენგანისათვის. ზუსტად ერთი წლის წინ, როცა ვუყურებდით ახალ ამბებს აზიის კონტინენტიდან, არ ვიყავით დარწმუნებული რაც გვესმოდა სიმართლე იყო, თუ ბოლო დროს მომრავლებული ყალბი ამბების ნაწილი, კოდური სახელით კოვიდ 19. სამწუხაროდ ეს ტერმინი ახლა ალბათ ყველაზე უფრო ხშირად გამოყენებულ სიტყვად გადაიქცა. ჩვენი დანაკარგები დიდია - ადამიანთა სიცოცხლეები, პროფესიონალური, სოციალური და ეკონომიკური დანაკარგები. მართლაც რომ ძალიან ბევრია. უდიდესი მადლობა ეკუთვნით მედიკოსებს, რომლებიც თავგანწირვისა და იმედის მაგალითები არიან.
ვეგებებით რა ახალ 2021 წელს, ნება მომეცით გისურვოთ ჯანმრთელი, ლამაზი და მშვიდი 2021 წელი! მოდით ყურადღების ცენტრში მოვაქციოთ ჩვენი ოჯახები, კოლეგები, მეგობრები და მეზობლები. ვიყოთ ჯანმრთელები და ბედნიერები, მოსიყვარულეები და სიყვარულით სავსეები, იმედითა და ნდობით განმსჭვალულები!
პატივისცემით,
ანდრიუს კალინდრა
ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში