ბავშვთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონცერტი ბათუმში
1 ივნისს ბათუმმა ლიტველ და ქართველ ახალგაზრდა პიანისტთა კონცერტს უმასპინძლა. ლიტვას 10 წლის მილდა დაუნორაიტე, 11 წლის კასპარას მიკუზისი და 20 წლის მორტა გრადალიუნაიტე წარმოადგენდნენ.
კონცერტი საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და ლიტვის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ვალდას ადამკუსის პატრონაჟით გაიმართა. ისინი მიესალმნენ მონაწილეებს და აღნიშნეს, რომ ლიტვა და საქართველო ნიჭიერმა ახალგაზრდებმა გააერთიანა, რომლებიც ცოდნისა და განვითარებისთვის იბრძვიან.
კონცერტი ივლისში კლასიკური მუსიკის ყველაზე პრესტიჟულ არხზე „Mezzo“-ზე გადმოიცემა, რომელიც 44 ქვეყანაში მაუწყებლობს და მისი მაყურებლის რაოდენობა 20 მილიონს შეადგენს. ეს იყო კონცერტის ორგანიზატორის, შვეიცარიაში ლიტვის რესპუბლიკის საპატიო კონსულის და „SOS Talents“ ფონდის პრეზიდენტის ბ-ნ მიშელ სოჰნის ინიციატივა. აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდა პიანისტთა გამოჩენა „Mezzo“-ს არხზე “SOS Talents” ფონდის მხარდაჭერით პირველი შემთხვევა არაა.
“კიდევ ერთხელ შეგვიძლია დავრწმუნდეთ, რომ მუსიკამ ადამიანები და ერები მათი კულტურული სხვაობის-და მიუხედავად შეიძლება გააერთიანოს. ეს მართლაც უნივერსალური ენაა და ხიდია მთელი მსოფლიოსთვის“,- აღნიშნა ღონისძიების მონაწილეებთან საუბარში ბ-ნმა მიშელ სოჰნიმ.
კონცერტის პროგრამა არა მხოლოდ საქვეყნოდ ცნობილ კომპოზიციებს, არამედ ლიტველი კომპოზიტორების ნამუშევრებსაც (დვარიონასის „მცირე რაფსოდია“, ბარკაუსკასის „,მზე“) მოიცავდა.
წყარო: ლიტვის საელჩო საქართველოში


