*alt_site_homepage_image*
ge
lt en

სიახლეები

RSS

ჩაწერა სავიზო განაცხადების მისაღებად აპრილის თვეში განახლდება 14 მარტს

გთხოვთ, ყურადღებით და ბოლომდე გაეცნოთ ინფორმაციას! ლიეტუვის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში გაცნობებთ, რომ რეგისტრაცია სავიზო განაცხადების მისაღებად აპრილის თვეში დაიწყება ორშაბათს, 14 მარტს და იწარმოებს ელექტრონული ფოსტის საშუალებით kons.ge@urm.lt-ზე საელჩოს სამუშაო საათებში (დილის 08:30-დან). ელ-ფოსტების რეგისტრაცია განხორციელდება საელჩოს ელ-ფოსტის მისამართზე მათი შემოსვლის რიგითობის მიხედვით. ზემოთ მითითებულ დრომდე გამოგზავნილი ელ-ფოსტები რეგისტრაციის პროცესში მონაწილეობას არ მიიღებენ.

სავიზო განმცხადებლებმა უნდა გამოგზავნონ თავიანთი სახელი, გვარი, გამგზავრების მიზანი და მოთხოვნა ჩაწერასთან დაკავშირებით ზემოთ მითითებულ ელ-ფოსტის მისამართზე.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ერთი ელ-ფოსტით დარეგისტრირება შეეძლება მხოლოდ ერთ პირს და პირმა, რომელსაც სურს რეგისტრაცია, პირადად უნდა გამოგზავნოს მოთხოვნა ჩაწერასთან დაკავშირებით, ასევე ჰქონდეს შემდგომი წვდომა გამოყენებულ ელ-ფოსტასთან, რადგან ამ ელ-ფოსტაზე მიიღებს ინფორმაციას ჩაწერის შესახებ და შემდგომ მნიშვნელოვან ცნობებს საელჩოსგან. საელჩოს რეკომენდაციაა სარეგისტრაციოდ არ გამოიყენოთ რუსული დომეინის (დაბოლოებით .ru) ელ-ფოსტები, რადგან უფრო დიდი შანსია თქვენი წერილი დაიბლოკოს ელ-ფოსტის ფილტრის მიერ. ასევე ყურადღება მიაქციეთ, რომ სწორად მიუთითოთ საელჩოს ელ-ფოსტის მისამართის დაბოლოება (უნდა იყოს lt და არა it, რაც ჩვენი დაკვირვებით ხშირი შეცდომაა).

სარეგისტრაციოდ გამოგზავნილ ელ-ფოსტაზე პასუხს მიიღებთ 1-2 კვირის ფარგლებში (დამოკიდებული იქნება შემოსული ელ-ფოსტების სიმრავლეზე). პასუხები მიუვათ მხოლოდ იმ პირებს, ვინც დარეგისტრირდება, შესაბამისად თუ რეგისტრაციის დაწყებიდან 2 კვირის ფარგლებში არ მიგიღიათ პასუხი, ნიშნავს, რომ ვერ გაიარეთ რეგისტრაცია. ასევე, საელჩოს უმორჩილესი თხოვნაა თავი შეიკავოთ ზარების განხორციელებისგან იმის გადასამოწმებლად მოვიდა თუ არა თქვენი ელ-ფოსტა ან გაიარეთ რეგისტრაცია თუ ვერა. ამ საკითხებზე კომუნიკაცია წარიმართება ელ-ფოსტით.