ჩაწერა სავიზო განაცხადების მისაღებად დეკემბრისთვის
ჩაწერა სავიზო განაცხადების მისაღებად დეკემბრის თვეში განახლდება 22 ნოემბერს
ლიეტუვის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში გაცნობებთ, რომ რეგისტრაცია სავიზო განაცხადების მისაღებად დეკემბრის თვეში დაიწყება ორშაბათს, 22 ნოემბერს და იწარმოებს ელექტრონული ფოსტის საშუალებით kons.ge@urm.lt-ზე საელჩოს სამუშაო საათებში (დილის 08:30-დან). მითითებულ დრომდე გამოგზავნილი ელ-ფოსტები რეგისტრაციის პროცესში მონაწილეობას არ მიიღებენ.
სავიზო განმცხადებლებმა უნდა გამოგზავნონ თავიანთი სახელი, გვარი, გამგზავრების მიზანი და მოთხოვნა ჩაწერასთან დაკავშირებით ზემოთ მითითებულ ელ-ფოსტის მისამართზე.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ერთი ელ-ფოსტით დარეგისტრირება შეეძლება მხოლოდ ერთ პირს და სასურველია პირმა, რომელსაც სურს რეგისტრაცია, პირადად გამოგზავნოს მოთხოვნა ჩაწერასთან დაკავშირებით.