ლიეტუვის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში გაცნობებთ, რომ რეგისტრაცია სავიზო განაცხადების მისაღებად ოქტომბრის თვეში დაიწყება ოთხშაბათს, 29 სექტემბერს და იწარმოებს ელექტრონული ფოსტის საშუალებით kons.ge@urm.lt-ზე საელჩოს სამუშაო საათებში
რეგისტრაცია ონლაინ პლატფორმა KONSREG-ის საშუალებით შესაძლებელი აღარ იქნება.
სავიზო განმცხადებლებმა უნდა გამოგზავნონ თავიანთი სახელი, გვარი, გამგზავრების მიზანი და მოთხოვნა ჩაწერასთან დაკავშირებით ზემოთ მითითებულ ელ-ფოსტის მისამართზე.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ერთი ელ-ფოსტით დარეგისტრირება შეეძლება მხოლოდ ერთ პირს და სასურველია პირმა, რომელსაც სურს რეგისტრაცია, პირადად გამოგზავნოს მოთხოვნა ჩაწერასთან დაკავშირებით.