*alt_site_homepage_image*
ge
lt en

სიახლეები

RSS

ჩაწერა სავიზო განაცხადების მისაღებად თებერვლისთვის

ჩაწერა სავიზო განაცხადების მისაღებად თებერვლის თვეში განახლდება 24 იანვარს

ლიეტუვის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში გაცნობებთ, რომ რეგისტრაცია სავიზო განაცხადების მისაღებად თებერვლის თვეში დაიწყება ორშაბათს, 24 იანვარს და იწარმოებს ელექტრონული ფოსტის საშუალებით kons.ge@urm.lt-ზე საელჩოს სამუშაო საათებში (დილის 08:30-დან). მითითებულ დრომდე გამოგზავნილი ელ-ფოსტები რეგისტრაციის პროცესში მონაწილეობას არ მიიღებენ.

სავიზო განმცხადებლებმა უნდა გამოგზავნონ თავიანთი სახელი, გვარი, გამგზავრების მიზანი და მოთხოვნა ჩაწერასთან დაკავშირებით ზემოთ მითითებულ ელ-ფოსტის მისამართზე.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ერთი ელ-ფოსტით დარეგისტრირება შეეძლება მხოლოდ ერთ პირს და სასურველია პირმა, რომელსაც სურს რეგისტრაცია, პირადად გამოგზავნოს მოთხოვნა ჩაწერასთან დაკავშირებით. სარეგისტრაციოდ გამოგზავნილ ელ-ფოსტაზე პასუხს მიიღებთ 1-2 კვირის ფარგლებში (დამოკიდებული იქნება შემოსული ელ-ფოსტების სიმრავლეზე. ასევე ისინი, ვისაც სავიზო განაცხადის შემოსატანად შემოსვლა მოუწევთ თებერვლის დასაწყისში, პასუხს მიიღებენ რეგისტრაციის თარიღიდან უახლოეს დღეებში)