ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს გადაწყვეტილებას ჩაატაროს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები-
17 სექტემბერს თბილისში ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა აუდრონიუს აჟუბალისმა და ბულგარეთის, ჩეხეთის, ლატვიისა და რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა გამოხატეს თავიანთი მხარდაჭერა საპარლამენტო არჩევნების თავისუფლად და სამათლიანად ჩატარებისადმი.
„საქართველოს წარმატება აკვირვებს და, ასევე, შთააგონებს ბევრ ადამიანს. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს მიერ გაკეთებულ სამ არჩევანს: ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის გაგრძელების გადაწყვეტილება, შემდგომი საჭირო რეფორმების განხორციელების სურვილი და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების მტკიცე გადაწყვეტილება“, აღნიშნა აჟუბალისმა.
თბილისში ევროკავშირის ხუთი წევრი სახელმწიფოს მინისტრმა გამართა შეხვედრები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, გრიგოლ ვაშაძესა და პარლამენტის თავმჯდომარესთან, დავით ბაქრაძესთან. მათ ისაუბრეს მზადებაზე საპარლამენტო არჩევნებისთვის, რომელიც საქართველოში 1 ოქტომბერს გაიმართება. შეხვედრის დროს აჟუბალისმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა ლიტვის მხარდაჭერას საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესისადმი.
საგარეო საქმეთა მინისტრები, ასევე, შეხვდნენ პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნების“ ლიდერს, ბიძინა ივანიშვილსა და კოალიციის სხვა წარმომადგენლებს. აჟუბალისმა აღნიშნა, რომ საზოგადოდ აღიარებულ საერთაშორისო დამკვირვებლებს შეეძლებათ საარჩევნო პროცესის ობიექტურად შეფასება.
„ჩვენ მივიღეთ საქართველოს მთავრობის შემოთავაზება უზრუნველყოთ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, შესაბამისად ვაგზავნით საერთაშორისო დამკვირვებელთა დიდ რიცხვს. ეუთომ უკვე გახსნა არჩევნების დაკვირვების წარმომადგენლობა საქართველოში. ჩვენ გვჯერა, რომ დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანთა უფლებების ბიუროს წარმომადგენლებს პოლიტიკური პარტიებისა ან საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტოებზე მეტად შეუძლიათ საარჩევნო პროცესის მიუკერძოებელი და ობიექტური შეფასება. საერთაშორისო საზოგადოებას თავისი დამკვირვებლების სწამს,“ განაცხადა ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
1 ოქტომბერს ჩატარებულ საქართველოს საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგს საერთაშორისო დამკვირვებლების რეკორდული მაჩვენებელი გაუწევს. წინასწარი ინფორმაციით, სხვადასხვა ორგანიზაციიდან და ქვეყნიდან დაახლოებით ორი ათასამდე დამკვირვებელი იქნება წარმოდგენილი. ლიტვაც, ასევე, დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ამ არჩევნებს და დამკვირვებლად 26 წარმომადგენელს გზავნის.
17 სექტემბერს ლიტველი, ბულგარელი, ჩეხი, ლატვიელი და რუმინელი პრემიერ მინისტრები, აგრეთვე, შეხვდნენ საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, პრემიერ მინისტრს მერაბიშვილს, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანს, გიგა ბოკერიას და ოპოზიციური პარტიებისა და არა-სამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. მინისტრები, ასევე, ეწვივნენ საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის წარმომადგენლობას (EUMM) და შეხვდენ მის თავმჯდომარეს ანდრზეი ტისზკიევიჩს.
16 სექტემბერს აჟუბალისი, ასევე, შეხვდა თბილისში ნატოს წარმომადგენლობის თავმჯდომარეს უილიამ ლაჰიუს.