*alt_site_homepage_image*
ge
lt en

სიახლეები

RSS

დაიწყო ლიტვის საელჩოს მიერ 2015 წ. დაფინანსებული პირველი პროექტის განხორციელება

დღეს ლიტვის საელჩოს თბილისში ქართველი ახალგაზრდები სტუმრობდნენ, რომლებიც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამლეის სესიის სიმულიაციაში მიიღებენ მონაწილეობას. აღნიშნული სახის პრიექტი საქართველოში პირველად ტარდება.

პროექტში 200-ზე მეტი საქართველოს და კავკასიის რეგიონის სტუდენტები მიიღებენ მონაწილეობას. სამი დღის განმავლობაში პარლამენტარები მნიშვნელოვან საერთაშორისო პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, გენდერული თანასწორობის, მიგრაციის, კულტურისა და განათლების საკითხებზე იმსჯელებენ. პროექტის ფარგლებში ახალგაზრდები ასევე შეხვდებიან საქართველოს პრეზიდენტს, ხელისუფლების წარმომადგენლებსა და დიპლომატებს. ეს არის შესანიშნავი შესაძლებლობა ახალგაზრდებისათვის ცოდნის გაღრმავების, საჯარო მეტყველებისა და მოლაპარაკებების უნარ-ჩვევების გაუმჯობესებისათვის, ლიტვის რესპუბლიკის საელჩო ამ პროექტის მხარდამჭერია. პროექტი ხორციელდება ლიტვის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს განვითარების პროექტების თანამშრომლობის ფინანსური მხარდაჭერით.