დამატებითი გასაუბრებების შესახებ მარტში
თებერვლისა და მარტისთვის სავიზო განაცხადის გასაკეთებლად შემოსული ელ-ფოსტების ძალიან დიდი რაოდენობიდან გამომდინარე ლიეტუვის რესპუბლიკის საელჩომ გადაწყვიტა მარტის თვეში გასაუბრებისთვის დაამატოს კიდევ 100 ადგილი. რეგისტრაცია განხორციელდება 24 იანვარს შემოსული ელ-ფოსტების გამოყენებით, საელჩოს ელ-ფოსტაზე შემოსვლის რიგითობის მიხედვით.
ისინი, ვინც დარეგისტრირდებიან დამატებით ადგილებზე მაქსიმუმ 18 თებერვლამდე ელ-ფოსტით მიიღებენ გასაუბრების თარიღსა და დროს, ისევე როგორც დამატებით ინფორმაციას საჭირო დოკუმენტაციის შესახებ.