*alt_site_homepage_image*
ge
lt en

სიახლეები

RSS

დელეგაცია ალიტუსის ოლქის მუნიციპალიტეტიდან ოზურგეთს ესტუმრა

16-19 აგვისტოს დელეგაცია ალიტუსის ოლქის მერის, ბ-ნ ალგირდას ვრუბლიაუსკასის მეთაურობით საქართველოში ჩამოვიდა. ეს ვიზიტი „ალიტუსის ოლქის (ლიტვა) და ოზურგეთის (საქართველო) თანამშრომლობის საფუძველზე პერიფერიული რეგიონების განვითარების“ პროექტის ფარგლებში განხორციელდა.  

 

შეხვედრისას ორივე მხარემ სტრატეგიული დაგეგმვის, ფინანსური მენეჯმენტის, პროექტების განხორციელებისა და ბიზნეს მხარდაჭერის გამოცდილება გაცვალეს. ალიტუსის ოლქის მუნიციპალიტეტის სპეციალისტებმა სტრატეგიული დაგეგმვისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესის მენეჯმენტზე მეთოდოლოგიური სახელმძღვანელო წარადგინეს. სამუშაო ჯგუფებმა კი რეგიონალური განვითარების მოდელის კონცეფცია განსაზღვრეს.

 

ქართულმა მხარემ თხილის მაწარმოებელი კომპანიის, ორგანული ფერმერობისა და კალმახის მოშენების ფერმის საქმიანობაზე და ოზურგეთის რაიონში ტურისტული შესაძლებლობების მრავალფეროვნებაზე ისაუბრა.

 

პერიფერიულ რეგიონებში მეტი ინვესტირების მოსაზიდად ჩვენს მუნიციპალიტეტს კადრებისა და ადმინისტრაციული მენეჯმენტის გაუმჯობესება სჭირდება“,- აღნიშნა ალიტუსის ოლქის მერმა, -ნმა ალგირდას ვრუბლიაუსკასმა.

 

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის განვითარების მოდელის მომზადებისთანავე განისაზღვრება როგორც მომავალი განვითარების პლიუსები, ასევე წინააღმდეგობებიც. ეს, აგრეთვე, განსაზღვრავს არსებულ ფინანსურ და ადამიანურ რესურსებს და დაადგენს მათი გამოყენების საუკეთესო საშუალებებს. ასეთი მოდელი ხელმისაწვდომი გახდება საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტებისთვისაც.

 

2009 წელს ლიტვამ და საქართველომ ხელი მოაწერეს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის ქარტიას, რომელიც მუნიციპალიტეტებს შორის კავშირების გაძლიერებას ითვალისწინებს. ამჟამად, ლიტვისა და საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტები უფრო ნაყოფიერი თანამშრომლობის შესაძლებლობებს განიხილავენ.

 

წყარო: ალიტუსის ოლქის მუნიციპალიტეტი, ლიტვის საელჩო საქართველოში