17 დეკემბერს, ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩმა, ანდრიუს კალინდრამ, შეხვედრა გამართა საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ხელმძღვანელთან, ბატონ ნიკოლოზ შარაძესთან. მათ განიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობა საზღვრის დაცვისა და მიგრაციის საკითხებში.
„ლიეტუვა მიესალმება საქართველოს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლობას ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან და ასევე ევროპის საზღვრისა და სანაპირო დაცვის სააგენტოსთან (FRONTEX), იმ მიზნით, რომ ხელი შეეწყოს უსაფრთხო მიგრაციისა და მობილობის პოლიტიკის დანერგვას ევროკავშირსა და საქართველოს შროის უვიზო რეჟიმის გააქტიურების შემდგომ“.
შეხვედრის მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს საზღვრის დაცვის მნიშვნელობას ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით და ორივე მხარემს გამოთქვა მზადყოფნა გააღრმავონ თანამშრომლობა გაცვალონ გამოცდილებები ამ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით. ლიეტუვის შინაგან საქმეთა სამინისტროსთან არსებული სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახური და საქართველოს სასაზღვრო პოლიცია მზად არიან განაგრძონ თანამშრომლობა, განსაკუთრებით საუკეთესო პრაქტიკების გაზიარებისა და საასაზღვრო სამსახურის სპეციალისტების ტრენინგის საკითხებში.
ორმხრივი თანამშრომლობა ვითარდებოდა 2006 წლიდან, ორმხრივი თანამაშრომლობის გეგმების შექმნისა და დანრეგვის საშუალებით. აღნიშნული გეგმები ახლდება ყოველ ორ წელიწადში და მიზნად ემსახურება ორი ქვეყნის შესაბამისი სამსახურების მიერ გამოცდილების გაზიარებას ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა საზღვაო და სახმელეთო საზღვრების დაცვა, საერთაშორისო დანაშაულის კვლევა და ლოჯისტიკა.