დისკუსია ნატო-ზე ხაშურის ბიბლიოთეკაში
ხაშურის საჯარო ბიბლიოთეკამ ნატოს საერთაშორისო სამხედრო შტაბის პოლკოვნიკის იურგენ შვარცისა და ადგილობრივი მოსახლეობის შეხვედრას უმასპინძლა, სადაც ნატოსა და საქართველოს შორის არსებული ურთიერთობები განიხილეს.
შეხვედრას ლიტვის თავდაცვის ატაშე, პოლკოვნიკი ვ. ვილკელისი, ხაშურის გამგებელი, ნატოს ურთიერთქმედების კავშირის ოფისისა და ნატოს საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლები დაესწრნენ.
ღონისძიებას ორგანიზება, როგორც საქართველოში ნატოსთან დამაკავშირებელი საელჩოს როლის შემსრულებელმა, ლიტვის საელჩომ გაუკეთა. ამ აღდგენილ ბიბლიოთეკაში ეს ნატოსთან დაკავშირებული რიგით მეორე ღონისძიება იყო. ლიტვის საელჩომ ივნისში აქ ნატოს კუთხე გახსნა.
წყარო: ლიტვის საელჩო საქართველოში
