დონატას მონტვიდასის „საევროვიზიო“ სიმღერის მოსმენა უკვე ქართულ ენაზეც შესაძლებელია
ევროვიზიის საკონკურსო სიმღერის „სიყვარული ბრმაა,“ რომელიც გაჟღერდება ბაქოში, მშობლიურ ენაზე შესრულებას შეძლებს ქართველი მსყურებელიც. მუსიკალური კომპოზიცია, რომლითაც ევროვიზიის კონკურსზე წარსდგება დონატას მონტვიდასი გასულ კვირას სიმღერის ავტორმა და შემქმნელმა, საქართველოში დაბადებულმა ბრანდონ სტოუნმა, ჩაწერა ქართულ ენაზეც. ამ სიმღერის ქართული ვარიანტის ჩაწერის იდეა დაებადა ცოთა ხნის წინ ლიტვაში სტუმრად მყოფ სტოუნს, როდესაც გაიგო სატელევიზიო სერიალის „ღვინის გზის“ შესახებ, რომელიც გვიყვება ქართველისა და ლიტველის სიყვარულზე. ამ სერიალმა გამოიწვია ლიტველი და ქართველი მაყურებლის დიდი ინტერესი. უახლოეს მომავალში მასში აჟღერდება სიმღერის „სიყვარული ბრმაა“ ქართული ვერსიაც „დაბრუნდი ჩემთან“.
„ჩემი ნამდვილი სახელია ბესიკი. რუსულად ბესიკი ნიშნავს პატარა ეშმაკს. რუსები ხანდახან ფიქრობენ, რომ მათ ვეხუმრები. მშობლებმა ეს სახელი გამოჩენილი ქართველი მომღერლის ბესიკ კალანდაძის საპატივსაცემოდ დამარქვეს. მათ ყოველთვის უნდოდათ, რომ მუსიკოსი გავმხდარიყავი და ყველანაირად მხარს მიჭერდნენ ამ გზაზე. როდესაც ათი წელი შემისრულდა საქართველოში არეულობები დაიწყო. მშობლემბა ბებიასთან ისრაელში წასვლა გადაწყვიტეს. იქ ჩვენ არ მოგვეწონა და დავბრუნდით საქართველოში. ამის შემდეგ გავემგზავრეთ გერმანიაში, მოგვიანებით კი აშშ–ში გადავედი საცხოვრებლად. ბრენდონი მაშინ გავხვდი, როდესაც “Sony Music” –თან ჩემი პირველი ხელშეკრულება გავაფორმე. მათ მითხრეს, რომ ბესიკ შპეტიშვილი ამ გასართობი სფეროსთვის შეუსაბამო სახელია“, გვიყვება 31 წლის სტოუნი. იმედი მაქვს, რომ სიმღერის „სიყვარული ბრმაა“ ქართული ვერსია საქართველოში პოპულარობას მოიპოვებს და დაეხმარება მონტვიდასს ევროვიზიის კონკურსზე ამ ქვეყნის პუბლიკის მხარდაჭერის მოპოვებაში.
„დონატასს აქვს შარმი. იგრძნობა, რომ ადამიანს ვარვსკლავად გახდომა სურს. არსებობენ შემსრულებლები, რომლებიც მღერიან, იმიტომ რომ ასე საჭიროა, იმიტომ, რომ მათ ვიღაცამ უბრძანა. დონატასს სიმღერის და ქალების გულების დაპყრობის დიდი სურვილი აქვს. მას არა მარტო სიმღერა შეუძლია, არამედ ძალიან არტისტულია და შესანიშნავი გარეგნობაც აქვს. კარგი წინათგრძნობა მაქვს მის გამოსვლასთან დაკავშირებით“, –აბმობს სტოუნი
ქართული სიმღერის ტექსტის ავტორია ედიშერ ლომაძე. მონტვიდასის ხელმძღვანელი მარტინას ტილა ამბობს, რომ ლიტველი შემსრულებელი ევროვიზიის კონკურსამდე ამ სიმღერის ქართულ ვერსიასაც ისწავლის.
დონატასით უკვე დაინტერესდნენ უცხოური კონცერტების ორგანიზატორები. ევროვიზიამ სხვა კარებიც უნდა გაუღოს ახალგაზრდა შემსრულებელს. მისთვისაც მოსახერხებელია ამ სიმღერის რამოდენიმე ვერსიის ქონა. „უშუალოდ კონკურსზე ეს სიმღერა შესრულდება მხოლოდ ინგლისურად, მაგრამ, მაგალითად, თუ ექნება შესაძლებლობა ამ სიმღერის შესრულების „ევროვიზიის“ ქართულ საღამოზე, დონატასი მსმენელების გაოცებას ნამდვილად შეძლებს. – ამბობს მ. ტილა.
სიმღერის მოსასმენად დააჭირეთ აქ.
lrytas.lt