ელჩი ადრიუს კალინდრა საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს ეწვია
დღეს ელჩი ანდრიუს კალინდრა საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს ესტუმრა და გაცნობითი შეხვედრა გამართა გენერალურ დირექტორთან, ქალბატონ თინა ბერძენიშვილთან.
საუბარი შეეხო საზოგადოებრივი მაუწყებლის, როგორც ინსტიტუტის მნიშვნელობას დემოკრატიულ ქვეყნებში, თანამშრომლობას ლიეტუვისა და საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებლებს შორის და ასევე პარტნიორობის გაძლიერებას ჩვენს საელჩოსა და პირველ არხს შორის.
ელჩის თქმით, შეხვედრაზე გაცვალეს შეხედულებები ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების შესახებ.
„ჩემი, როგორც ელჩის ფუნქცია ამ ურთიერთობებში სწორედ ფასილიტატორად ყოფნაა. ასევე გვექნება თანამშრომლობა საქართველოს პირველ არხსა და ლიეტუვის საზოგადოებრივ მაუწყებელს შორის. ვისაუბრეთ, როგორ შეიძლება გავაცნოთ ორი ქვეყნის მოსახლეობას ერთმანეთი უკეთესად. მე მესმის საზოგადოებრივი მაუწყებლის მნიშვნელობა, განსაკუთრებით იმ პერიოდში, როცა გვაქვს ბევრი დისკუსია საზოგადოების სხვადასხვა წევრს შორის, სწორედ ამ დროს აქვს საზოგადოებრივ მაუწყებელს განსაკუთრებული როლი. მნიშვნელოვანია, მხარი დავუჭიროთ მაუწყებლებს, როგორც მისიას, რომელსაც განსხვავებული შეხედულებების მიტანა შეუძლია მაყურებლამდე“, – განაცხადა ანდრიუს კალინდრამ.