*alt_site_homepage_image*
ge
lt en

სიახლეები

RSS

ელჩი ანდრიუს კალინდრა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს შეხვდა

გუშინ ელჩმა ანდრიუს კალინდრამ გაცნობითი შეხვედრა გამართა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან, ბატონ რუსლან აბაშიძესთან.

საუბარი ელჩსა და თავმჯდომარეს შორის შეეხო აფხაზეთის კულტურულ და რელიგიურ მემკვიდრეობას და აფხაზეთში მშობლიურ ენებზე განათლების ხელმისაწვდომობის აუცილებლობას. ელჩმა მიიღო ინფორმაცია აფხაზეთის ტერიტორიაზე ამ მიმართულებებით არსებული ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ.

ელჩმა და მთავრობის თავმჯდომარემ ასევე ისაუბრეს საქართველოს მთავრობის ძალისხმევის შესახებ დაეხმაროს ოკუპირებულ ტერიტორიებს კოვიდ 19-თან ბრძოლაში. ელჩმა იმედი გამოთქვა, რომ ჟენევის საერთაშორისო დისკუსია, რომლის შემდეგი რაუნდიც დეკემბრის შუა რიცხვებშია ჩანიშნული, დარჩება ფორმატად, რომელიც გააგრძელებს ნდობის გაზრდას მის მონაწილეებს შორის.

ანდრიუს კალინდრამ ასევე კიდევ ერთხელ დაადასტურა ლიეტუვის რესპუბლიკის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.