ელჩი ანდრიუს კალინდრა ბორჯომის მერის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა
10 ნოემბერს ელჩი ანდრიუს კალინდრა ბორჯომს ეწვია, და შეხვედრა გამართა ბორჯომის მერის მოვალეობის შემსრულებელთან და ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან.
ადგილობრივი არჩევნები, კოვიდ 19-თან დაკავშირებული არსებული სიტუაცია, ტურიზმი და საქართველოს 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები - ყველა ეს თემა განხილული იყო საუბრისას. დისკუსიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა ასევე იყო სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ეთნიკური უმცირესობები. როგორც მერის მოვალეობის შემსრულებელმა აღნიშნა, რეგიონში 200,000-მდე სომხური წარმომავლობის მოქალაქე ცხოვრობს.
ელჩმა ხაზი გაუსვა ლიეტუვასა და საქართველოს თანამშრომლობის მნიშვნელობას ეროვნული უმცირესობების საკითხებში და განიხილა შემდგომი შეხვედრების შესაძლებლობები ლიეტუვასა და საქართველოში. საუბრის თემა იყო ისტორიული მეხსიერების საკითხებიც. ელჩმა გამოთქვა წუხილი იმ მონუმენტის ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ, რომელიც მიძღვნილია ლიეტუველი დრამატურგის, ანტანას ვილკუტაიტის-კეტურაკისისადმი და ისაუბრა მისი აღდგენის კონკრეტულ გეგმებზე მერის მოვალეობის შემსრულებელთან და ბორჯომის მუნიციპალიტეტის ექსპერტებთან ერთად.
ანტანას ვილკუტაიტის-კეტურაკისი ცნობილი ლიეტუველი დრამატურგი, პუბლიცისტი და პირველი ლიეტუვური კომედიის „ამერიკა საუნაში“ სავარაუდო ავტორი იყო. მან დაამთავრა პრესტიჟული საგზაო ინსტიტუტი პეტრაპილისში 1891 წელს და დაინიშნა საგზაო ინჟინრად საქართველოში. იგი ქვეყანაში 10 წელზე უფრო მეტი ცხოვრობდა (1891-1902), რომელთაგანაც 2 წელი გაატარა ბორჯომში (1893-94), სადაც რკინიგზის ბორჯომის მონაკვეთის მშენებლობას ხელმძღვანელობდა. ა. კეტურაკისის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაშრომები სწორედ ბორჯომის ხეობაში ყოფნისას დაიწერა, როცა იგი საქართველოს ულამაზესი ბუნებით იყო გარშემორტყმული. 2012 წელს, ბორჯომის ძველი რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიხსნა ანტანას ვილკუტაიტის-კეტურაკისისთვის მიძღვნილი მონუმენტი.