ელჩი ანდრიუს კალინდრა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს გიორგი ამილახვარს შეხვდა
13 ივნისს ელჩი ანდრიუს კალინდრა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს გიორგი ამილახვარს შეხვდა. შეხვედრისას ელჩმა მინისტრს ახალი თანამდებობის დაკავება მიულოცა და სიხარული გამოთქვა ორი ქვეყნის საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებებს შორის შესანიშნავი თანამშრომლობის გამო.
განსაკუთრებით დასაფასებელია საელჩოს პარტნიორობა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან, რომლის შენობაში მდებარეობს ლიეტუვური ენისა და კულტურის ერთადერთი ცენტრი სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში. „ჩვენ კვლავ მზად ვართ უზრუნველვყოთ ცენტრის ფუნქციონირება“, - განაცხადა ელჩმა ანდრიუს კალინდრამ. შეხვედრაზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა მადლობა გადაუხადა ლიეტუვას საქართველოსთვის გაწეული პოლიტიკური, ეკონომიკური და ჰუმანიტარული მხარდაჭერისთვის, აღნიშნა, რომ მოხარულია ქვეყნებს შორის უმაღლესი განათლებისა და კვლევის სფეროებში შესანიშნავი თანამშრომლობით და იმედოვნებს, რომ ეს ურთიერთობები მომავალში კიდევ უფრო გაძლიერდება. მას შემდეგ, რაც ელჩმა გაუზიარა ინფორმაცია ლიეტუვის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ქსელის რეფორმირების კუთხით გამოცდილების შესახებ, მინისტრმა წარმოადგინა იდეები საქართველოში უმაღლესი განათლების შესაძლო რეფორმების, ასევე საშუალო საგანმანათლებლო დაწესებულებების ქსელის დაგეგმილი დეცენტრალიზაციის შესახებ. შეხვედრაზე ასევე განიხილეს დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავთან დაკავშირებით ლიეტუვურ-ქართული ენების ლექსიკონის გამოცემის შესაძლებლობა.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა, თანამდებობა 2023 წლის 20 მარტს დაიკავა.