ელჩი ანდრიუს კალინდრა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა
23 დეკემბერს, ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში, ანდრიუს კალიდნრა, შეხვდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ბატონ არჩილ თალაკვაძეს და განიხილა ორმხრივი საპარლამენტო თანამშრომლობის საკითხები.
„10 დეკემბერს ლიეტუვის ახალარჩეულმა პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია ლიეტუვის საგარეო და ევროპული პოლიტიკის გრძელვადიანი სამოქმედო გეგმისა და განგრძობადობის შესახებ, სადაც ასევე დიდი ყურადღებაა დათმობილი ლიეტუვის მხარდაჭერის გაგრძელებისათვის საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი, ისევე როგორც მისი სუვერენულობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი“ - ლიეტუვის ელჩმა რეზოლუციის ამოცანები და პრინციპები ამ სახით წარადგინა.
ანდრიუს კალინდრამ ასევე მიაწოდა ინფორმაცია ბატონ თავმჯდომარეს, რომ საქართველოსთან პარლამენტთაშორისი ურთიერთობების ჯგუფი უკვე შექმნილია და შედგება პარლამენტის 41 წევრისაგან. ჯგუფის თავმჯდომარედ ბატონი რაიმუნდას ლოპატაა არჩეული. არის მოლოდინი, რომ პარლამენტთაშორისი ურთიერთობების ჯგუფები კვლავაც ხელს შეუწყობენ ორი ქვეყნის პარლამენტებს შორის მჭიდრო თანამშრომლობას.
რაც შეეხება ორმხრივ ურთიერთობებს, შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ არსებობს აქამდე აუთვისებელი შესაძლებლობები ინსტიტუტებს შორის თანამშრომლობის გასაღრმავებლად, ისევე როგორც ინსტიტუტთა დამოუკიდებლობის გასაძლიერებლად და თანამშრომლობის განსავითარებლად გარემოს დაცვისა და განახლებადი ენერგიის საკითხებში.