*alt_site_homepage_image*
ge
lt en

სიახლეები

RSS

ელჩი ანდრიუს კალინდრა თბილისის მერის მოადგილეს შეხვდა

2020 წლის 14 დეკემბერს, ელჩი ანდრიუს კალინდრა თბილისის მერის მოადგილეს, ბატონ ანდრია ბასილაიას შეხვდა. შეხვედრა თბილისის მერიის შენობაში გაიმართა.

ელჩმა და მერის მოადგილემ განიხილეს ლიეტუვასა და საქართველოს შორის არსებული ახლო ურთიერთობები, განსაკუთრებული აქცენტის გაკეთებით ვილნიუსსა და თბილისს შორის ნაყოფიერი თანამშრომლობის არსებობაზე და გაცვალეს იდეები ლიეტუვისაკენ და ლიეტუვიდან მაღალი დონის ვიზიტების განხორციელების შესახებ მომავალ წელს.

საუბარი ასევე შეეხო 1991 წლის 13 იანვრის ტრაგიკული მოვლენების 30 წლისთავის აღნიშვნას. ელჩმა აცნობა მერის მოადგილეს საელჩოს სურვილის შესახებ გამართოს სიმბოლური ღონისძიება ამ მიმართულებით ვილნიუსის სკვერში, თბილისში და დახმარება ითხოვა მერიისგან ნებართვის მოპოვებაში მცირემასშტაბიანი შეკრების გასამართად.

დამატებით, ელჩმა ანდრიუს კალიდნრამ ასევე გაუზიარა მერის მოადგილეს საელჩოს გეგმა გამართოს კულტურული ღონისძიებების სერია სახელად „ფანჯარა ლიეტუვაში“, რომელიც იგეგმება 2021 წლის 27-29 მაისს და მოიცავს ფილმების ჩვენებას, კონცერტებს, დისკუსიებს და სხვა სახის ღონისძიებებს, რომელთა საშუალებითაც მოხდება ლიეტუვური კულტურის ქართული საზოგადოებისთვის წარდგენა. მერის მოადგილემ დაადასტურა მერიის მზადყოფნა მსგავსი სახის შეთავაზებების განსახილველად.