ელჩი ბათუმს ეწვია განახლებადი ენერგიის ფართომასშტაბიანი პროექტის გასახსნელად
2021 წლის 4 ივნისს, ლიეტუვის ელჩი, ანდრიუს კალინდრა, ბათუმს ესტუმრა და მონაწილეობა მიიღო ქალაქის საჯარო სკოლების მზის ენერგიის სისტემებით აღჭურვის პროექტის წარმატებით დასრულებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე და პროექტის დამნერგავი კომპანიების ხელძღვანელები ლიეტუვური და ქართული მხრიდან.
პროექტი სრული სახელწოდებით „ორმხრივი თანამშრომლობა ფოტოვოლტური საშუალებების დასანერგად ბათუმის საჯარო სკოლებში“ ლიეტუვის გარემოს დაცვის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტოს მიერ დაფინანსდა 500 ათას ევროზე მეტით და ჯამში 323.7 kW სიმძლავრის მზის პანელები განათავსა ბათუმის 13 საჯარო სკოლაში. პროექტი განახორციელა ლიეტუვურმა კომპანია ViaSolis-მა საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდთან მჭიდრო თანამშრომლობით.
ელჩმა ასევე ცალკე შეხვედრა გამართა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან, სადაც განხილული იყო საქართველოს გზა განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარებისკენ და შემდგომი შესაძლო ნაბიჯები მწვანე ეკონომიკისკენ. ელჩმა დაადასტურა ლიეტუვის მზადყოფნა გაუზიაროს საქართველოს აპრობირებული საუკეთესო პრაქტიკები გარემოს დაცვის მიმართულებით.