ელჩი ჩეკუოლისი: არანაირი რევოლუცია გაჭიანურებული კონფლიქტების მოგვარებაში
ლიტვა ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებისას გაჭიანურებული კონფლიქტების მოგვარებაში არ გადადგამს რევოლუციურ ნაბიჯებს, თუმცა დადებითი შედეგების მისაღებად, ის ყველა მიმართულებით იმუშავებს, განაცხადა გუშინდელ პრესკონფერენციაზე თავმჯდომარის განსაკუთრებული წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელმა, ელჩმა გიედრიუს ჩეკუოლისმა.
ელჩის სიტყვებით, მთავარი გაჭიანურებული კონფლიქტები, რომელთანაც გადაუდებელი გამკლავებაა საჭირო, არის: ტერიტორიული კონფლიქტები საქართველოში, მოლდოვა/დნესტრიისპირეთსა და მთიან ყარაბაღში. ყოველ კონფლიქტს საკუთარი დიპლომატიური და ინსტიტუციონალური მემკვიდრეობა უკვე გააჩნია, რომელსაც ლიტვა მიზნობრივად გამოიყენებს.
მაგალითად, საქართველოს კონფლიქტები წელიწადში 6 ჯერ არის ჟენევის განხილვის თემა, სადაც ჩართულია საქართველო, რუსეთი, აშშ და საქართველოს სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი. სამეული, რომელიც ევროკავშირის, ეუთოსა და გაეროს წარმომადგენლებისაგან შედგება, ჟენევის განხილვებს თავმჯდომარეობს და ყოველ მორიგ შეხვედრამდე კონფლიქტის ზონებს სტუმრობს.
„ჩვენი მთავარი მიზანია კონტაქტისა და ურთიერთობისთვის სტაბილური გარემოს შექმნა, რაც ხელს შეუწყობს გაჭიანურებული კონფლიქტების ცივილური და მშვიდობიანი გზით განვითარებას,“ აცხადებს ელჩი ჩეკუოლისი.
ამავე დროს, ელჩმა დადო იმის პირობა იმოქმედოს, როგორც ჩვეულებრივად აკეთებენ კიდეც ლიტველები, შეთანმებულად, უყოყმანოდ და გადამწყვეტად.
წყარო: ELTA, delfi.lt