ელჩი ქუთაისს ეწვია და ადგილობრივ ხელისუფლებასა და კულტურულ წრეებთან შეხვედრები გამართა
2022 წლის 30 მარტს ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩი ანდრიუს კალინდრა ქუთაისს ეწვია და გაცნობითი შეხვედრები გამართა ქუთაისის მერთან, ბატონ იოსებ ხახალეიშვილთან, სახელმწიფო რწმუნებულთან იმერეთის მხარეში, ზვიად შალამბერიძესთან და ასევე ქუთაისის მუზეუმისა და დრამატული თეატრის ხელმძღვანელობასთან და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელთან.
ბატონ მერთან და გუბერნატორთან შეხვედრისას განხილული იყო წარსული და სამომავლო თანამშროლობის საკითხები ლიეტუვის რესპუბლიკასა და ქუთაისის ხელისუფლებას შორის, ისევე როგორც იმერეთის მხარეში ლიეტუვის რესპუბლიკის საელჩოს აქტივობები, განსაკუთრებით ქუთაისში, სადაც საელჩოს არაერთი წარმატებული პროექტი აქვს განხორციელებული.
კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან ერთად ელჩმა ისაუბრა საელჩოს კულტურული პროექტების კიდევ უფრო გააქტიურებაზე იმერეთსა და კონკრეტულად ქუთაისში, ასევე განიხილეს თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები. ელჩმა გამოხატა მადლიერება საელჩოს ინიციატივებისადმი მუდმივი მხარდაჭერისათვის, რომელიც წლების განმავლობაში იგრძნობოდა როგორც ქუთაისის ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან, ისე კულტურის სფეროს წარმომადგენლებისგანაც.
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელთან განხილული იყო ლიეტუვა-საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობა განათლების სფეროში, აქტიური გაცვლითი პროგრამები და ქართველი სტუდენტების შთამბეჭდავი რაოდენობა ლიეტუვის უნივერსიტეტებში, როგორც გაცვლითი პროგრამების ფარგლებში, ისე სრულმასშტაბიან პროგრამებზე.