ელჩი ლიტვის უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლებს შეხვდა
19 თებერვალს ლიტვის საელჩოს ლიტვის უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლები ესტუმრნენ, რომლებმაც თბილისში ჩატარებული უმაღლესი სასწავლებლების გამოფენაზე ქართველ მოსწავლე-აბიტურიენტებს უმაღლესი სასწავლებლები წარუდგინეს.
განათლების ხელშეწყობის ფონდი უკვე მეხუთედ უწევს ორგანიზებას აღნიშნულ ღონისძიებას და საქართველოში ლიტვის უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლები ჩამოჰყავს. სულ უფრო მეტი სტუდენტი გამოთქვამს ლიტვაში უმაღლესი განათლების მიღების სურვილს. ფონდის წარმომადგენლებმა ქართველ ახალგაზრდებს სპეციალური პროგრამა გააცნესა, რომლის დახმარებით შესაძლებელია ლიტვაში სხვადასხვა სტიპენდიების მიღება http://stipendijos.lt/lt. ლიტველმა სტუმრებმა საქართველოში ლიტვის ელჩს, გიედრიუს პუოჯუნასს თავიანთი მოსაზრებები გაუზიარეს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა მიეწოდოს სწორი ინფორმაცია ქართველ ახალგაზრდებს ლიტვაზე და ლიტვაში სწავლის შესახებ. სასიხარულოა, რომ ქართველი სტუდენტები ირჩევენ საინტერესო, იშვიათ და საქართველოსთვის საჭირო პროფესიებს, ასევე სიამოვნებით აგრძელებენ სწავლას სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე.