*alt_site_homepage_image*
ge
lt en

სიახლეები

RSS

ელჩი პასლაუსკასი ფოთს სტუმრობს

  გასულ ორშაბათს ელჩი იონას პასლაუსკასი ქალაქ ფოთს ეწვია, სადაც  ქუთაისის ტექნიკური უნივერსიტეტის ადგილობრივი ფილიალის წარმომადგენლობას შეხვდა. ელჩმა  ლიტვის საგარეო პოლიტიკაზე, ასევე, ნატოს მიზნებსა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან ურთიერთობაზე ისაუბრა.

ნატო მზადაა პარტნიორული თანამშრომლობისთვის. ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ საქართველო  რეფორმების განხორციელებას აგრძელებს და საერთაშორისო ქმედებებში თავისი წვლილი შეაქვს. ეს იმის მაჩვენებლია, რომ საქართველოს ძალუძს იმ მოვალეობების შესრულება, რასაც ალიანსი უკვე ახორციელებს“, აღნიშნა ელჩმა პასლაუსკასმა.

 

ელჩმა, აგრეთვე, ხაზი გაუსვა საქართველოსთვის რეფორმების მნიშვნელობის საკითხს და გამოთქვა დიდი სურვილი, რომ გზა განახლებებისკენ გაგრძელდება.

 

ელჩი, ასევე,  ადგილობრივ წარმომადგენლებს შეხვდა და  ფოთსა და ლიტვის საპორტო ქალაქს, კლაიპედას შორის თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობები განიხილა.

 

ვიზიტის პროგრამაში, აგრეთვე, შევიდა ექსკურსია მაღალ სიჩქარიანი საზღვაო კატერით P-24 „სოხუმი“, რომლის ორგანიზება საქართველოს სანაპირო დაცვის ინიციატივით მოხდა.

 

ამა წლის 1 იანვრიდან ლიტვის საელჩო საქართველოში ნატოსთან დამაკავშირებელი  საელჩოს ფუნქციებს ითავსებს. საელჩოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი საქართველოს რეგიონების სტუმრობა და ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრაა.

 

       

 

წყარო: ლიტვის საელჩო