*alt_site_homepage_image*
ge
lt en

სიახლეები

RSS

ელჩი საქართველოს ეკონომიკის მინისტრს შეხვდა

3 მაისს ელჩი ანდრიუს კალინდრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ლევან დავითაშვილს შეხვდა.

ელჩის თქმით, ორმხრივი ვაჭრობა ქვეყნებს შორის დაბალანსებულია და სტაბილურად იზრდება, მაგრამ მისი ბრუნვა არ ასახავს მიმდინარე მჭიდრო პოლიტიკურ დიალოგს და შემდგომი განვითარების შესაძლებლობებს. საელჩო აღნიშნავს ლიეტუვური ბიზნესის მზარდ ინტერესს საქართველოში, ასევე ქვეყანაში საინვესტიციო შესაძლებლობებს. ლიეტუვის ეკონომიკისა და ინოვაციების მინისტრის მოადგილის ვიზიტი თბილისში ერთ-ერთი წარმატებით დასრულებული საინვესტიციო პროექტის გახსნასთან დაკავშირებით, ისევე როგორც OECD ევრაზიის კვირეულის ღონისძიებები საქართველოში შეიძლება იყოს დამატებითი შესაძლებლობა ახალი პრაქტიკული და ხელშესახები თანამშრომლობის ინიციატივების და იდეების განსახილველად.

შეხვედრაზე ელჩმა მინისტრს წარუდგინა ლიეტუვის კანდიდატი საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირის გენერალური მდივნის მოადგილის პოსტზე, ტომას ლამანაუსკასი და ასევე განიხილეს საქართველოში უახლესი ლიეტუვური ბიზნეს ინიციატივები და ეკონომიკურ თანამშრომლობასთან დაკავშირებული სხვა საკითხები.