ელჩი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს შეხვდა
29 იანვარს ანდრიუს კალინდრა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს, ბატონ მიხეილ ჩხენკელს შეხვდა. შეხვედრა სამინისტროს შენობაში გაიმართა.
ელჩმა და მინისტრმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობისა და ინტერესის თემები ლიეტუვასა და საქართველოს შორის, მათ შორის ისეთინ საკითხების ჩათვლით როგორებიცაა აკადემიური სფერო და ახალგზარდული გაცვლითი პროგრამები, რომლებსაც ორივე ქვეყნის მოქალაქეები აქტიურად იყენებენ. ელჩმა ინფორმაცია მიაწოდა მინისტრს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ლიეტუვური ენისა და კულტურის ცენტრის წარმატებულ ფუნქციონირებასთან დაკავშირებით, რომლის მეშვეობითაც სტუდენტები საქართველოდან იღებენ მეტ ინფორმაციას ლიეტუვური კულტურის შესახებ და სწავლობენ ლიეტუვურ ენას. ასევე აღინიშნა ქართული ენის ცენტრების წარმატება ვილნიუსის უნივერსიტეტსა და ვიტაუტას მაგნუსის უნივერსიტეტში, კაუნასში, რაც ნიშნავს მეტ საქართველოს ლიეტუვაში. მინისტრმა აღნიშნა, რომ ერასმუს+-ის პროგრამა ასევე კარგი ინსტრუმენტია ორმხრივი თანამშრომლობის გასაძლიერებლად.
ელჩმა გამოთქვა სურვილი კიდევ უფრო განვითარდეს თანამშრომლობა ისტორიული მეხსიერების სფეროში და მოხდეს შეხედულებების გაცვლის ხელშეწყობა ისტორიასთან დაკავშირებით, სადაც მთელი რიგი მსგავსებებია ორი ქვეყნის წარსულს შორის. ელჩმა აღნიშნა, რომ ბოლო დროს აღმოჩენილი ინფორმაციის მიხედვით, საბჭოთა კავშირის პერიოდში ქუთაისის მახლობლად არსებობდა ნკვდ-ს ორი შრომის ბანაკი, სადაც ლიეტუველები სხვა ეროვნების ხალხებთან ერთად თავიანთი სურვილის საწინააღმდეგოდ იყვნენ დაკავებულები. ელჩმა სურვილი გამოთქვა პატივი მიაგოს იმ პიროვნებებს, რომლებიც ძალის გამოყენებით ჩამოიყვანეს ამ ბანაკებში და მინისტრს ამ საკითხში მხარდაჭერა სთხოვა.
ელჩმა მადლობა გადაუხადა მინისტრს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ დათმობილი ყურადღებისათვის 1991 წლის 13 იანვრის საკითხებისადმი და ხაზი გაუსვა იმ განსაკუთრებულ როლს, რომელსაც საზოგადოებრივი სამაუწყებლო ორგანიზაციები თამაშობენ დემოკრატიულ სახელმწიფოებში, გამოხატა რა რწმენა, რომ თანამშრომლობა ლიეტუვისა და საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებლებს შორის შეინარჩუნებს არსებულ სიმტკიცეს, რაც ორივე ერისათვის სასიკეთო იქნება.
ელჩმა ასევე გაუზიარა მინისტრს, რომ ლიეტუვა გეგმავს სულ უფრო მეტად წარადგინოს საკუთარი კულტურა საქართველოში და მოიყვანა კონკრეტული მაგალითი ღონისძიებების სერიისა, რომელიც 2021 წლის მაისისთვის არის დაგეგმილი სახელწოდებით „ფანჯარა ლიეტუვაში“ და ლიეტუვური კულტურის სხვადასხვა სფეროებს წარუდგენს ქართულ საზოგადოებას. ელჩმა მადლიერება გამოთქვა მინისტრის მხარდაჭერისათვის ამ გეგმის წარმატებით განხორციელებაში.
და ბოლოს, სპორტის, განსაკუთრებით კი „საკალათბურთო დიპლომატიის“ როლი ასევე აღინიშნა, განსაკუთრებით საქართველოში დაგეგმილ 2022 წლის ევრობასკეტისათვის საკვალიფიკაციო ეტაპის წინ.