20 იანვარს ლიეტუვის ელჩი საქართველოში, ანდრიუს კალინდრა შეხვდა საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეს, ქალბატონ თეა წულუკიანს და ასევე სექტორული ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარეს, ბატონ დავით სონღულაშვილს.
ქალბატონ თეა წულუკიანთან შეხვედრისას ელჩმა ხაზი გაუსვა პოტენციალს, რომელიც არსებობს თანამშრომლობის გაღრმავებისა და გაძლიერების მხრივ ლიეტუვასა და საქართველოს შორის ისეთ სფეროებში როგორებიცაა განათლება, ისევე როგორც ისტორიული მეხსიერება და კულტურა. უკვე წლებია რაც ლიეტუვური ენისა და კულტურის ცენტრი მოქმედებს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სადაც ქართველი სტუდენტები სწავლობენ ლიეტუვურ ენას და შემდგომ აგრძელებენ სწავლას ლიეტუვაში. ქართული ენის ცენტრები მოქმედებს ვილნიუსის უნივერსიტეტში და ვიტაუტას მაგნუსის უნივერსიტეტში, სადაც ლიეტუველი სტუდენტები ეცნობიან ქართულ ენასა და კულტურას. შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ ხალხთაშორისი კავშირების გაღრმავების შესაძლებლობა უნდა მიეცეთ ორივე ქვეყნის სტუდენტებს.
დავით სონღულაშვილთან შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა ლიეტუვისა და საქართველოს ეკონომიკების აღდგენის საკითხზე კოვიდ 19-ის პანდემიის შემდგომ. ბატონმა სონღულაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოსათვის მნიშვნელოვანია მომსახურების სექტორის აღდგენა, განსაკუთრებით კი ტურიზმის სექტორისა, ისევე როგორც უცხოური ინვესტიციების მოზიდვა. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია ევროკავშირის შესაძლო მედიაცია საქართველოს მიერ კოვიდ 19-ის ვაქცინის დროზე ადრე მიღების საკითხთან დაკავშირებით.
ელჩმა ანდრიუს კალიდნრამ აღნიშნა ლიეტუვის მიღწევები განახლებადი ენერგიისა და მწვანე ეკონომიკის სექტორებში და ხაზი გაუსვა ქვეყნის მზაობას გაუზიაროს საქართველოს საუკეთესო პრაქტიკები გარემოს დაცვის, ნარჩენების მენეჯმენტის, შეფუთვების, ცირკულარული ეკონომიკის და სხვა მიმართულებებით.