*alt_site_homepage_image*
ge
lt en

სიახლეები

RSS

ელჩი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს და მინისტრის მოადგილეს შეხვდა

14 აპრილს ელჩი ანდრიუს კალინდრა შეხვდა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს ირაკლი ქარსელაძეს და მინისტრის მოადგილეს, ქალბატონ მზია გიორგობიანს.

შეხვედრაზე მინისტრმა მოკლედ წარმოადგინა სამინისტროს მიერ საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მხარდაჭერით განხორციელებული ყველაზე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები გზების მშენებლობის, მუნიციპალური ინფრასტრუქტურის, საგანმანათლებლო დაწესებულებების მოდერნიზაციის, სასმელი წყლით მომარაგებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროებში. პანდემიის გამოწვევების მიუხედავად, პროექტების უმეტესი ნაწილი დაგეგმილზე სწრაფად შეიძლება დასრულდეს, განაცხადა მინისტრმა.

ელჩმა აღნიშნა საქართველოს პროგრესი ამ სფეროში და განაცხადა, რომ ლიეტუვა დაინტერესებულია საქართველოსთან თანამშრომლობით ქვეყანაში ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებისთვის და სურს ამ სფეროში მიღებული გამოცდილება გაუზიაროს ქვეყანას, მათ შორის მოიხსენია ბალტიისპირეთის ქვეყნებს შორის პირველი LNG ტერმინალი „დამოუკიდებლობა“, ბალტიის ზღვის ქვეშ ელექტროენერგიის დამაკავშირებელი ხაზები შვედეთთან და კავშირი პოლონეთთან, გაზისა და ელექტროენერგიის ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტები. ლიეტუვამ ასევე მიაღწია გარღვევას ნარჩენებისა და ნაგვის მართვის სფეროში, სამ უდიდეს ქალაქში ფუნქციონირებს ნარჩენების დაწვის კო-გენერაციის ქარხნები და დიდი ინვესტიციები ხორციელდება ნაგავსაყრელის მართვაში. ეს ასევე მნიშვნელოვანია საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის და ევროკავშირის გარემოსდაცვითი და მდგრადი გარემოსდაცვითი პოლიტიკის კონტექსტში.

მინისტრი დაინტერესდა ლიეტუვური კომპანიების ინიციატივით, რომლებიც აკეთებენ შეთავაზებას გამოცდილების გაზიარების შესახებ ნაგავსაყრელების მართვის, ბიოგაზისა და წყლის დამუშავების სფეროებში. მხარეები შეთანხმდნენ შესაბამისი ინფორმაციის გაცვლაზე და სპეციალისტების დონეზე შესაბამისი შეხვედრების გამართვაზე.