ელჩი საქართველოს თავდაცვის მინისტრს შეხვდა
2021 წლის 22 მარტს საქართველოში ლიეტუვის ელჩმა, ანდრიუს კალინდრამ, გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოს ახალ დანიშნულ თავდაცვის მინისტრთან, ჯუანშერ ბურჭულაძესთან. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა ლიეტუვის სამხედრო ატაშე საქართველოში, ვიცე პოლკოვნიკი ნერიუს ტამოშაიტისი. შეხვედრა თავდაცვის სამინისტროს შენობაში გაიმართა.
შეხვედრის დროს ელჩმა აღნიშნა, რომ უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში საქართველო ლიეტუვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორია. ლიეტუვა გეგმავს როგორც პოლიტიკური მხარდაჭერის, ისე თანამშრომლობის გაგრძელებას საქართველოს სამხედრო და თავდაცვის სექტორთან, რაც ხელს შეუწყობს საქართველოში საჭირო რეფორმების გატარებასა და ლიეტუვის სასარგებლო გამოცდილების გაზიარებას.
ლიეტუვა შეინარჩუნებს მაღალი დონის კონტაქტებს და განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას მრავალმხრივ ფორმატებში, განსაკუთრებით თავდაცვის სექტორში გამოყენებული ევროკავშირის ინსტრუმენტების მხარდაჭერის კონსოლიდაციის გზით, მათ შორის ახლად მიღებული ევროპული სამშვიდობო ინიციატივის ფარგლებში.
ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებებია სამხედრო მომზადება და განათლება, კიბერ უსაფრთხოება, წვრთნებში ერთობლივი მონაწილეობა და საქართველოში ნატოს პროგრამების მხარდაჭერა. ნატო და ლიეტუვა, როგორც ალიანსის ერთ-ერთი წევრი, აგრძელებენ შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების დაცვაში წვლილის შეტანას სხვადასხვა საქმიანობით. ამავდროულად, ლიეტუვა კვლავაც გააგრძელებს თავისი საუკეთესო პრაქტიკების დანერგვას ჰიბრიდული საფრთხეების მიმართულებით რეგიონში თავის ახლო მეგობართან - საქართველოსთან.