*alt_site_homepage_image*
ge
lt en

სიახლეები

RSS

ელჩი სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორს შეხვდა

2021 წლის 27 აგვისტოს ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში, ანდრიუს კალინდრამ, შეხვედრა გამართა სამცხე-ჯავახეთის რეგიონის გუბერნატორ, ბატონ ბესო ამირანაშვილთან. შეხვედრა ახალციხეში, გუბერნატორის ოფისში გაიმართა.

ელჩმა და გუბერნატორმა განიხილეს ლიეტუვა-საქართველოს თანამშრომლობის და ახლო მეგობრობის საკითხები. ხაზი გაესვა წარმატებულ თანამშრომლობას ეროვნული უმცირესობების საკითხებში ორ ქვეყანას შორის, რომლის ფარგლებშიც 2021 წლის მაისში საქართველოში იმყოფებოდა ლიეტუვური დელეგაცია.

საუბარი ასევე შეეხო კულტურული თანამშრომლობის საკითხებს საელჩოსა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონს შორის. გუბერნატორმა მზადყოფნა გამოთქვა საელჩოს კულტურული წამოწყებების მხარდასაჭერად, ხოლო ბატონმა ელჩმა მადლობა გადაუხადა გუბერნატორს წარსულში გაწეული მხარდაჭერისთვის.

ელჩმა ანდრიუს კალინდრამ და გუბერნატორმა ასევე ისაუბრეს კოვიდ 19-ის პანდემიის ფარგლებში თანამშრომლობასა და მხარდაჭერაზე და ხაზი გაუსვეს ვაქცინაციის პროცესის ცენტრალურ მნიშვნელობას პანდემიის წარმატებით მართვასა და მის დასრულებაში.